ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნია-კო
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2018


გააპრილება ("მე თვით სიკვდილსაც გარდავქმნი ლექსად"-ლადო)

გავიაპრილეთ...
უსაშველო სილურჯით ვხარობთ...
უერთმანეთო დღეებს ვიკლავთ ყვავილთა თოვლით...
მაგრამ ერთმანეთს მაინც ვხედავთ -
სიზმრები გვწყალობს...
და ერთმანეთი სამუდამოდ გყვავს -
პირველ ყოვლის...
გავიაპრილე...
დაბადებას მოვესწარ ისევ,
ჩემივე თავის დაბადებას ამ გაზაფხულზე,
როგორ იქნება:
ვერ მხედავდე და მაინც მგრძნობდე,
ამოგეშანთე ბაგეებზე, თვალებზე, გულზე...
სიცოცხლე ჩვენი აპრილივით თავანკარაა,
დავაგემოვნეთ ალუბლების ყვავილთა ღვინო,
ისე მიყვარხარ,
თვალებს ვხუჭავ და მაინც გხედავ,
ჩემო ფერადო ღიმილებო,
ჩემო ტკივილო...
გავიაპრილეთ,
ბორიალა აპრილით ვხარობთ,
შენ - მუდამ ჩუმი,
აპრილივით მე ვარ ხელადა...
უცნაურია, ბედისწერა იმგვარად გვწყალობს,
ერთმანეთს კი არ დაგვაშორა,
ერთად შეგვყარა...
გავიაპრილეთ, ჩემო დარდო, ჩემო ტკივილო,
მე - მხოლოდ შენი, შენაც მხოლოდ ჩემი - მარადის...
მაგ შენ ბაგეებს შევეხიზნე გიჟმაჟ ღიმილად,
სიცოცხლე რაა, ჩვენ სიკვდილსაც ლექსად გარდავქმნით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები