ნაწარმოებები



ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
1 თებერვალი, 2017


ლილი

ყველა ომს
თავის
გავროში ყავს...

ეგრეა
ლილი
მეტრო ისანთან
რვა-ცხრა წლის გოგო
ორ ცეცხლშუაა
აქეთ ყინვა
იანვრის ღამე...
სუსხი ფილტვებს წვავს
აწითლებს თითებს
იქით შუშები მანქანების
და შუშებს მიღმა
ყელამდე ზიზღი
ირონია
ზოგჯერ გინება...
ღიმილებს ითვლის
და ტყვიებივით
აგროვებს
ხურდებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს