ნაწარმოებები



ავტორი: ქეთიკა
ჟანრი: პროზა
19 თებერვალი, 2017


გ ა ო რ ე ბ ა (V თავი)

  მეორე დილით თეო ადრე ადგა. ადრიანად ეღვიძებოდა ხოლმე და ადგომა არ ეზარებოდა. როცა კარგი ამინდი იყო, აივანზე სვამდა ყავას. ხან სიგარეტსაც ეწეოდა. იმ დილასაც ადრე ადგა. გიორგის ჯერ ეძინა, რადგან სამსახურში არ მიდიოდა, შეეძლო მთელი დღე სძინებოდა. წვიმდა და ცუდი განწყობა ჰქონდა თეოს. საუზმე გაიმზადა და ყავა დაისხა. თან ფეისბუქ სიახლეებს ათვალიერებდა, რომ ჯოის წერილი მიიღო. სახე გაუბრწყინდა თეოს. ფართოდ გაიღიმა და წერილი გახსნა.
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Subject: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:10

დილა მშვიდობისა თეო.
ღიმილიანი დღე გქონდეს.
როგორ ხარ?
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:15
დილა მშვიდობისა ჯოი.
მე კარგად, შენ როგორ ხარ?
შენც ღიმილიან დღეს გისურვებ.
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:17
აბა როგორ განწყობაზე ხარ დღეს?
მომიყევი შენზე.
ვიცი რომ დაოჯახებული ხარ.
შვილი არ გყავს?
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:18

დაოჯახებული ვარ.
შვილი არ მყავს.
დღეს ცუდ ხასიათზე ვარ.
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:20
რატომ, ვინ გააბრაზა, მის უთეოსობა?
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:21
არავის არ გავუბრაზებივარ. კონკრეტული არაფერი. ცოტ - ცოტა ყველაფერი, უფრო ბევრი ამინდი.
ცუდ ხასიათსაც გააჩნია, ასეთ დროს რამე გავაფუჭო ხოლმე ის მინდა.
რავი.
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:23
ამინდი ხშირად მოქმედებს განწყობაზე. მით უმეტეს ქალებში.
თუმცა, თუ ადამიანი ბედნიერია ზოგადად, ყველანაირი ამინდი ან სასიამოვნოა, ან სულერთია მისთვის. ბედნიერების ჰორმონი გაკლია, რაც მოაქვს კარგ და დალაგებულ ცხოვრებას.
_______________________________________________________________________
- უიმეეე - გაიფიქრა თეომ. - დაასკვნა რაა.

______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:24
ეს „კაცური ლოგიკაა?“ ბედნიერების ჰორმონი კი არა მზე მაკლია, რომელიც მთელს ოთახში გაშლილ გუშინდელ სარეცხს გააშრობს.
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:25
შენი მესმის.
ხშირადაა მასე, როცა გროვდება, გროვდება რაღაცეები.
ისე არ გამოდის ყველაფერი, როგორც უნდა იყოს და მერე უცებ ხასიათში გადადის ხოლმე.
ჯერ ხომ არ გაგიფუჭებია რამე?
აწი მოვედი და აღარ გაგაფუჭებინებ. :)
____________________________________________________________________________________
  ბოლო წინადადების წაკითხვაზე გაეცინა თეოს, რაღაცნაირად ესიამოვნა კიდეც. ვერ გაეგო ამ ადამიანის შესახებ, ვინ იყო, რა უნდოდა მისგან, რატომ წერდა, რითი დაინტერესდა.
________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:27
არა, არ გამიფუჭებია. ვცდილობ ხოლმე, სანამ სხვას გავუფუჭებ, თავს გავუფუჭო.
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:30
სარეცხზე ვერაფრით დაგამშვიდებ. ეს დღეები სულ წვიმებია გამოცხადებული.
უნდა გაფინო ნელ-ნელა, რომ უცებ აკრეფა არ გაგიჭირდეს თუ წამოწვიმა. ასე გაშრება რამენაირად. ნაწილი სახლში გააშრე.
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:31
მადლობა ზრუნვისთვის.
სინოპტიკოსიც ყოფილხარ.
დამენახე.
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:32
სინოპტიკოსი არ ვარ. ინფორმაციას ვფლობ უბრალოდ.
დანახვა რას მოგცემს?
მე ხომ არ დამინახიხარ. არც მითხოვია.

______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:33
მაგრამ მხედავ.
ფოტო დააყენე.
შენი.
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:35
უი, ამ სურათზე ამბობ, ავატარად რომ გაქვს?
ეს ხომ ისედაც გქონდა, ჩემი თხოვნით არაა. არ ვიცი მე სურათების მოთხოვნა.
ხოდა დავტოვოთ ჩემი ფოტო ასე როგორცაა.
მერე, თუ საჭირო გახდება, რომ უნდა შევხვდეთ, კი ვნახავთ ერთმანეთს ორივე და თუ არ მოიტანა ამის საჭიროება, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს?
ვიყოთ როგორც ვართ.
მე ამ მიმოწერა-ურთიერთობაში, მხოლოდ ემოციებით ვმსჯელობ შენზე, ფოტოს სულაც არ ვუყურებ   (თუმცა სიმპათიური გოგო ხარ და გიხდება წაბლისფერი თმა).
________________________________________________________________________
    - თურმე სიმპათიური ვარ - გაბრაზდა თეო. ტელეფონი გადადო და აღარ მიუწერია ცოტა ხანს. არც იცოდა რა უნდა მიეწერა. თავის თავზე ბრაზდებოდა, ვიღაც უცხოს რომ ესაუბრებოდა.
_____________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 09:56
შენთვის შეიძლება ეს ყველაფერი ჩვეულებრივი მოვლენაა, ალბათ ბევრი გაგიცვნია ასე. მე არავისთან ვმესიჯობ უცხოსთან. მაქსიმუმი ერთი დღე ყოფილა, როცა შემთხვევით მოხვედრილან ჩემს ნომერზე. როგორც ბიჭს ისეც მიმესიჯია, მაგრამ ცოტა ხნით. ახლა კი პირდაპირ მაგიჟებს იმის წარმოდგენა, რომ ვიღაცამ ჩემზე ბევრი რამ იცის, ნახული აქვს ჩემი ფეისბუქი, შეიძლე ქუჩაშიც მიცნოს - ეს ქალური ლოგიკა.
თუ მეგობრობაა, თანაბარ პოზიციაში უნდა ვიყოთ, მხოლოდ ვირტუალურად.
მგონია, რომ ადამიანებს სახეზე ვკითხულობ. ხშირ შემთხვევაში ამართლებს ხოლმე ჩემი დასკვნები. ადამიანებს ძირითადად არ ვენდობი, არც ბევრი მეგობარი მყავს. იმიტომ რომ ნიღბიანებს ვერ ვიტან და არ ვიკარებ.
ახლა კი მგონია, ციცაბო მთაზე მიმავალ საცალფეხო ბილიკს მივყვები თვალახვეული. - ეს ქალური ინტუიცია.
კიდევ იცი რაა, ნერვები მეშლება რომ ვიღაც უცხოს ვესაუბრები და ამ საკითხს რაც უფრო ვუღრმავდები, მით უფრო ვბრაზობ.

______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 10:05
ციცაბო არაა ეს ბილიკი. მშვიდი, სწორი გზაა.
არასოდეს არ გემუქრება არც დაგორება და არც დაკარგვა. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ამავე ბილიკს უკან გაუყვე.
ჩემთან ურთიერთობა თუკი ცოტათი მაინც სასიამოვნოა შენთვის და საინტერესოა რაკიღა იმ ერთი დღის ლიმიტს გასცდა, რაც გაქვს უცხოსთან დაწესებული (ეს მამაკაცური ლოგიკაა), რატომ უნდა უთხრა საკუთარ თავს უარი ამ ურთიერთობაზე?
მით უმეტეს ნებისმიერ დროს შეგიძლია შეწყვიტო.
ასეთია ვირტუალური სამყაროს კანონები.

ანუ, გამოდის, რომ მე თუ შევწყვეტ საუბარს, ამით უკეთესობას იგრძნობ?
შენი გაღიმების და კარგ ხასიათზე ყოფნისთვის, თუ გინდა გავიღებ ამ მსვერპლს.
(მითხარი რამდენი დღე მაქვს კარანტინი?).
______________________________________________________________________________
From: “teo” 
To: "joy me"
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 10:35
დარწმუნების ნიჭი აშკარად გაქვს.
ფოტო მაინც მინდა.
მე რომ გითხრა თავი ამატკივე თქო რას იზამ?
______________________________________________________________________________
From: "joy me"
To: “teo” 
Re: ახალი დღე
Date: Oct 16, 2015 10:37
ძალიან სამწუხარო იქნება, კარგად ვსაუბრობთ.
მე არ მინდა ვინმეს თავისტკივილის მიზეზი გავხდე. რა გაეწყობა.
_______________________________________________________________________
  -ჯანდაბა. დაფრთხა. ამას რა გონია ნეტავ...- გაიფიქრა თეომ.
  ამავე დროს კი ჯოიმ დანანებით თავი გააქნია, - მგონი არაფერი გამოვა და შევეშვა ჯობია. მაგრამ ასე ერთბაშად ვერ დავიკარგები. დღეს აღარ მივეწერ. ხვალ კიდევ ვცდი.
თეოს განწყობა მთელი დღის განმავლობაში უფრო დამძიმდა. გიორგის წუწუნის და საყვედურების მოსმენაც მოუწია, ერთი სული ჰქონდა როდის დაწვებოდა დასაძინებლად. ჯოიმაც არ მოწერა არაფერი, ალბათ აღარც მოწერდა. ნანობდა თეო, რომ დააფრთხო. რატომ არ გამოსდიოდა სხვებთან ურთიერთობა, ბრაზდებოდა საკუთარ თავზე. რას დაუშავებდა ვიღაც ჯოი? ყოფილიყო, ცოტას გაერთობოდა.
  გათენდა. გიორგი ისევ სამსახურში წავიდა. თეო დაჯდა აივანზე და მოწევა დაიწყო, ფოსტაც შეამოწმა რამდენჯერმე, მაგრამ არ იყო ის წერილი რომელსაც ელოდა. - არა, გამორიცხულია, არ მივწერ.- იჯდა და ცხვირ-პირი ჩამოსტიროდა. ერთ ღერს მეორე მიაყოლა, უფრო გაბრუვდა, სავარძელში ჩაცურდა, თავი საზურგეს ჩამოადო და ნებივრად მოათვალიერა ირგვლივ. საშუალო აივანი ჰქონდა და ქოთნის ყვავილები ელაგა გარშემო. უყვარდა თეოს მცენარეების მოვლა. ნიადაგში ყოველთვის შიშველი ხელებით მუშაოდა და მერე დიდხანს იმუშავებდა გაშავებულ თითებს. მაინც არ ეზარებოდა. მიწა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და უარს არ იტყოდა არაფრის გამო. გიო კი ბრაზობდა მერე ეს ყვავილები სახლში როცა შემოქონდა, ზამთარში ყინვას რომ არ გაეფუჭებინა. ფანჯრიდან გადასროლილი სიგარეტის ნამწვავები ხშირად ხვდებოდა ქოთანში. ჩხუბობდა თეო, მაგრამ, გიორგი არ იშლიდა მავნე ჩვევას, არ მოსწონდა ეს მისი ყვავილები და არც აპირებდა შეგუებოდა. ერთ დროს თეოს ჩიტებიც ჰყავდა, დედალ-მამალი, პატარა ფუმფულა ჭრელი ჩიტები. ვერაფრით ვერ დაადგინა რა ჯიშის იყვნენ. რამოდენიმე თვეს ბედნიერად ცხოვრობდნენ ეს შეყვარებული ჩიტები, სასიამოვნოდ ჭიკჭიკებდნენ, თეოს ძალიან ახარებდა მათი მოსმენა, გიორგი ვერ იტანდა, ტვინი წაიღესო იძახდა, ის რომ სახლში იყო, თეოს მოშორებით გაჰქონდა გალია, ქმარი მათ ხმას რომ არ შეეწუხებინა. მერე რატომღაც ჩიტებს აერიათ ცხოვრება, ბიჭმა გოგოს დაჩაგვრა დაუწყო, საჭმელს და სასმელს არ აკარებდა, ბუმბულს ნისკარტით აპუტავდა. თეო ძალიან განიცდიდა, დედალი ჩიტის გადარჩენას ცდილობდა, გამოაცალკევა მამრს, მაგრამ არ გაჩერდა ცალკე გალიაში, მწვალებლისკენ იწევდა. შესვა თეომ ისევ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მარტოც კვდებოდა ჩიტი. ხელახლა შეხვედრიდან რამდენიმე დღე იყვნენ შერიგებულები, თეოც დანებდა და ჩარევას აღარ აპირებდა. ზრუნავდა მათზე ესაუბრებოდა და არიგებდა, მაგრამ არაფერი გამოვიდა. მამრმა, ისევ დაიწყო ძალადობა და ერთ დღესაც სახლში დაბრუნებულ თეოს პატარა ლამაზი დედალი ჩიტი მკვდარი დახვდა. აიყვანა ხელში და სლუკუნ-სლუკუნით დაიტირა. რატომ იტირა ასე მწარედ თავადაც უკვირდა, მაგრამ უნდოდა რომ ეტირა და ტიროდა. გული რომ მოიოხა გაბრაზებულმა გალია აივანზე გაიტანა, გამოიყვანა მამალი ჩიტი და ძლიერი ხელის მოძრაობით გადაისროლა. ჩიტი ვერ გაფრინდა, მხოლოდ ფრთები გაშალა და  ნელნელა დაეშვა დაბლა. კორპუსთან დარგულ ჟასმინის ბუჩქს  დაენარცხა, თავი ძლივს შეიმაგრა და დარჩა ტოტზე. თეომ მკვდარი ჩიტი ნაჭრის ცხვირსახოცში გაახვია და იმავე ჟასმინის ძირში დამარხა. მამალი ჩიტიც იქვე იჯდა ტოტზე, - ეგრე მოგიხდება შენ იყავი და იტირე მანდ! - მიაძახა თეომ. ორი დღე იყო მართლაც ჩიტი ბუჩქზე, მერე გაუჩინარდა. ან ვინმემ წაიყვანა, ან ჩამოვარდა და კატამ შეჭამა. ამაზე აღარ უღელვია თეოს.
  ახლა როცა აივანზე იჯდა და თავის ყვავილებს ათვალიერედა, ფიქრობდა ძაღლი ხომ არ მოეყვანა, თან დიდად არ უნდოდა ძაღლი, ძნელი მოსავლელი იქნებოდა. რამე უფრო მარტივი მისახედი უნდა შეეფარებინა, რომ ზრუნვის ობიექტი ჰყოლოდა. უცებ, გონება გაუნათდა, - თუთიყუშს ვიყიდი, გალია მაქვს, ისეთს მოვიყვან ლაპარაკი რომ ისწავლოსო. გახარებული წამოდგა სავარძლიდან, განწყობა უცებ შეეცვალა, ღიმილი აღებეჭდა სახეზე და ცეკვა-ცეკვით შევიდა სახლში. მალევე გაემზადა და გავიდა. სამ მაღაზიაში დიდხანს არჩევდა რომელი თუთიყუში ეყიდა. შეწუხდა კითხვებით მაღაზიის გამყიდველი, მეორემ უხეშადაც უთხრა, მესამე გამყიდველი კი ახლოსაც არ მიკარებია, აირჩიე რომელი მოგწონს და მოვალო. საათზე მეტ ხანს უტრიალა გალიებს თეომ, რომელიც გულთან ახლოს მოუვიდოდა იმას წაიყვანდა, თითქოს მათ თვალებს აკვირდებოდა და ხასიათის გამოცნობას ცდილობდა. ბოლოს აარჩია ერთი მწვანე ყვითელწინწკლებიანი თუთიყუში და იყიდა. სახლში რომ მივიდა და ჩიტი დააბინავა, ისადილა თან ტელეფონში ფოსტა შეამოწმა. ჯოის წერილი დახვდა, - უჰ! - შესძახა თეომ, მოუწერია. - წერილის მოსვლის დროს დააკვირდა, 2 საათის წინ იყო გამოგზავნილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები