ნაწარმოებები


პოეტ გიო ლომიძის ( გილო ) ლექსების კრებულის წარდგინება     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *         * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
2 იანვარი, 2018


მიყვარხარ მეთქი!!!

მე კატასავით სახურავზე ჯდომას ვაპირებ
და მთვარე მინდა სიყვარულზე ვალაპარაკო,
შენ დაწანწალებ ქუჩაში და შუქზე რამპების ,
სონეტებივით ისმენ წვიმის აღებულ აკორდს.
წვიმას სუნი აქვს დავიწყების და უფრო მეტი...
შენ თითებივით ითვლი დღეებს ჩემგან მალულად
ემიგრანტი ხარ უსამშობლო, თანაც პოეტი
ამოგარჩია უცხო მხარეს მსხვერპლად ამურმა.
შემოიხვიე სველი კაშნე წვიმის მოთხოვნით,
მეც დამივიწყე ცოტახნით და ჩემი ღალატიც,
თოვლი რომ იყო მაინც სადმე ახლოს მოთოვდი,
პრინცი რომ იყო იომებდი როგორც ჰამლეტი.
მე კი რატომღაც სახურავზე ჯდომას ვაპირებ,
მთვარიან ცაზე ვარსკვლავების პრეროგატივა,
მინდა და კიდევ ზღვას უჩანდეს გლუვი ნაპირი
და გადავწყვიტო ყველაფერი ასე მარტივად...
შენ გიტრიალებს ერთი აზრი ისევ ბურღივით
რომ ხარ პოეტი ზიხარ ვიწრო კაფეში მარტო
და სიყვარული ბევრად უფრო მეტი ფულიღირს
ცარიელ ჯიბეს ამუნათებ გაქუცულ პალტოს.
მოკლედ მანდ ალბათ ნისლია და უკვე აცივდა
და მე არ ვიცი დედამიწას რად ვერ ვეტევი...
"მიყვარხარმეთქი მინდა გითხრა და შენ არ გინდა
რომ სამუდამოდ გაგიჩერდე გულში ბელტივით"...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები