კომენტარები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
+5
როგორც სიკვდილი ატარებს ჩუმად
ახალ სიცოცხლის პირველ ნაპერწკალს.
ძალიან კარგია!
როლანო. 2026-07-05 14:23:46

+5 ჩემია
როლანო. 2026-07-05 14:16:38

კარგია. ბოლო სტროფი გამორჩეული.
თემური57. 2026-07-05 12:33:25

ყველას ვუსურვებ თქვენისთანა მკითხველს, დიდი მადლობა! ❤
ბენ-ჰური. 2026-07-04 19:47:39

ბენ ჰურ ძვირფასო!
ჩემი წინასწარმეტყველება - რა შუაშია!.

ჰყავს მცოდნე და გემოვნებიანი მკითხველი ამ საიტს.  ბევრი არა, ცოტა, მაგრამ მაინც.

თემა მიგნებულია? -  მიგნებულია.
კუთხე მოძებნილია?  - მოძებნილია. 
განწყობა დაჭერილია? - დაჭერილია!
რიტმი - ნაკლებად გაცვეთილი და  სონეტური ფორმისთვის  კარგად მისადაგებულია? - მისადაგებულია.
დახვეწილი ყურით  ნაპოვნი რითმები აქვს ამ მყარ ფორმას - შექსპირულ სონეტს, რომელიც არაა ადვილად დასაძლევი?  - აქვს;
ფინალში  მოულოდნელი და მარჯვედ დასმული ფორმობრივი ნოვაცია გვაქვს? -  გვაქვს!
თვითონ ნაწარმოები ცოცხალია, თამაშურია, თანამედროვე თვითირონიით არის გაჯერებული ? - არის!
სხვა  - კიდევ ბევრია  საჭირო, რომ  ლექსმა  პოეზიის მცოდნე მკითხველთა მოწონება დაიმსახუროს  ნაწარმოები თავფურცელზე გავიდეს?
ხომ წარმოუდგენლად ჩანს, რომ საქართველოში,, ,, მგოსანთა მხარეში - როგორც მას ხატოვნად უწოდებენ, მეოცე საუკუნის დასაწყისამდე არათუ შექსპირული სონეტი, არამედ  სონეტის მრავალფეროვანი სახეობებიდან არცერთი  ნიმუში არ ფიქსირდება, არადა ფაქტია.


მუხა, უღრმეს მადლობას გიხდით გულისხმიერების, ლექსის შეფასებისა და კეთილი სურვილებისთვის...
საქართველოში რომ იყოთ, აუცილებლად გადმოგცემდით ჩემს ახალ კრებულს.

მომეწონა,კარგი ხედვააა, მცირე მოცულობის სამწუხაროდ +4

მომეწონა ,საინტერესოდ წერ +5

ქალბატონო ნინო, რამდენსაც უწინასწარმეტყველეთ, ყველას აუხდა :) ალბათ მოუწევს ამასაც :)
დიდი მადლობა!
პ.ს. მე-4 კომენტარში "არს და იყოს" უნდა ეწეროს, ასო შემშლია.
ბენ-ჰური. 2026-07-02 13:47:54

სათავფურცლეა  +5

არა და იყოს
ბენ-ჰური. 2026-07-02 00:17:56

ღმერთი არს ჩვენთან!
მუხა. 2026-07-01 21:03:02

დიდაქტიკური ზღაპარია  მოზრდილებსაც  მოგვიხდებოდა.
მუხა. 2026-07-01 21:01:11

რაც  უფრო ღრმაა სევდა,
მით უფრ5ო ახლოსაა ღმერთი!
მუხა. 2026-07-01 20:50:53

ჩაკა ხელი :)
ბენ-ჰური. 2026-07-01 20:04:43

ღმერთო... ჩემი სათქმელიც ითქვა.

დიდი მადლობა ორივეს.
ოთარ რურუა. 2026-07-01 12:23:38

საინტერესო რამ არის  თუ გააგრძელებთ  მადლობელი ვიქნები
მუხა. 2026-06-30 19:00:16

თეა თაბაგარი 
გილოცავ  მესამე  კრებულის  "მარადისობის განცდა"ს პრეზენტაციას .
მადლობა მოწვევისთვის, სიამოვნებით დავესწრებოდი, მაგრამ არ ვიმყოფები საქართველოში.
მომწონს და მიყვარს  თქვენი  შემოქმედება. ნიჭიერი პოეტი  Dიდი ადამიანური თვისებებითაც გამოირვით
წარმატებები! წარმატებები  პირადსა და  პოეზიაში !
მუხა. 2026-06-30 18:57:33

რა ლამაზი, სასიამოვნო ლექსი.
მუხა. 2026-06-30 18:47:04

ერთმანეთზე უკეთესებია.
მუხა. 2026-06-30 18:40:58

30 ივნისს, სამშაბათს, საღამოს 7 საათზე გიწვევთ საქართველოს მწერალთა სახლში, თეა თაბაგარის ლექსების ახალი, მესამე კრებულის "მარადისობის განცდა" პრეზენტაციაზე <3

ღონისძიებაში მონაწილეობენ:
ჯგუფი "ზღვარი"
მარიამ გიგაური
ეკატერინე ბაზერაშვილი
მარი ჩაკვეტაძე
ანი მაისურაძე
მაკა მახარაძე
აკაკი გაბრიჭიძე
გაბრიელ ხვედელიძე
დავით ყალიჩავა

მისამართი: მაჩაბლის 13
დასწრება თავისუფალია (წიგნის შეძენა შესაძლებელია ადგილზე), მობრძანდით!

ხიდი პოეზისაა, მუხა, გმადლობთ...
ტინნე. 2026-06-30 12:58:15

ჰო, ძალიან იმოქმედა ჩემზე. თავიდანვე შემხვდა ინფორმაცია, რომ ეძებდნენ და მაგრად ვგულშემატკივრობდი პოვნას. სამწუხაროა, რომ დაიღუპა და ასეთ ადამიანს გაზრდა და დიდ ხანს სიცოცხლე.არ.დასცალდა

"მნათე", ავტორი: ელადა
კარგია კარგი.  აგერ  მყავს ახლობელი მათე ,
მთლად ბავშვი არა, მაგრამ წავაკითხებ, ლექსი  მათეზე  გაუხარდება.
მუხა. 2026-06-30 00:29:32

საინტერესო და  ღრმა  შინაარსის  ლექსია, ვერაფერს დაუწუნებ მე როგორც  რიგით მკითხველს,  მაგრამ  სათაურს შეცვლიდი * ეს ჩემი სუბიექტური აზრია)

დილოგი-  როგორც  ცნება    ვერბალურია, ანუ ხმიანი.
უხმო  დიალოგი  ანუ  არაველბალური დიალოგი  არ არსებობს (ფანტაზიაში კი)  არადა ლექსი  სიღრმისეულად  ნამდვილად    შესაფასებელია  უმაღლეს დონეზე.
მუხა. 2026-06-30 00:26:15

ძნელი სათარგმნია ვიცნობ ამ ავტორის ლექსსს    დედანში მაქვს წაკითხული. ეს ავტორია  რო ამბობს
"მე ჩემი სულის კაპიტანი ვარ" , რა კარგად      შეამჩნიეთ  სისხლმდენი  თავი არ დამიხრიაო , არ ვიცი რისგან მაგრამ ფეხები  მგონი მიკვეთილი ჰქონდა.
მუხა. 2026-06-30 00:02:07

ბატონო ირაკლი
ეს ლექსი      ინტერნეტში  მოგისმინეთ, ძალიან სევდიან-ტკივილიანი , ემოციური  შეგრძნებებით  იყო სავსე.
მუხა. 2026-06-29 23:32:18

მუხა, მადლობა! რითმის ნაწილს ვეთანხმები. ამ თარგმანში შეგნებულად ნერუდას აზრის მაქსიმალურად შენარჩუნება ვცადე, ამიტომ რითმა მეორე პლანზე გადავიდა. ისე, დიდად გამოკვეთილი რითმა არც ორიგინალშია, უბრალოდ არის საკმაოდ ჟღერადი და მელოდიური, რაც ნერუდას პოეზიაში ესპანური ენის ბუნებრივი ჟღერადობიდან მოდის ხოლმე, მაგიტომაც არის რთული მისი თარგმნა, ქართულში იგივე ჟღერადობის და იგივე შინაარსის ერთდროულად გადმოტანა ზოგჯერ პრაქტიკულად შეუძლებელია…


1 2 3 4 5 6 ... 2298 2299 2300