წევრები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

გიორგი ჩაკვეტაძე.
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 8 სექტემბერი, 2013
    გიორგი
    ჩაკვეტაძე
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 20 აგვისტო, 2017 20:52:30
ქუჩები, ხელებივით გაშლილები.
სახლები კაცებივით დგანან და
შენს თითებს ბევრი შეუძლიათ,
მაგრამ ჩემი პოვნა?
ავად ვარ.
.
გავყურებ წვეთების პრელუდიას.
შენ ახლა ისე შორს ხარ გართულდა
ცხოვრება. მთვარეა ამოსული
სართულთან.
.
წვეთები მინებზე და სახლში აღწევს
სუნი გვირილის და სისველის.
შენ ახლა არ გძინავს და ღამეს ათევ
შიშველი.
.
მე ალბათ გათენება მომიხდება.
ზეცამ კოკის პირით დაუშვა.
ახლა რომ ფეხაკრეფით მოხვიდოდე...
(დავუშვათ)