წევრები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

თუთი..
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 7 იანვარი, 2014
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 20 დეკემბერი, 2015 01:41:16
ანონსი


ეს იქნება საინფორმაციო გამოშვება.
არანაირი ემოციები.
არავითარი ცრემლები და გულისწასვლები.
მხოლოდ ფაქტები-
ჩემზე და შენზე.
გაკაფულ თუთებზე.
ხის ძირას ტოტებში მიმალულ სხეულებზე,
ერთად რომ დაწვნენ და
მერე აღარასოდეს გათენდა.
ერთად რომ დაწვნენ და
მერე აღარასოდეს დაღამდა.

ეს იქნება კრიმინალური ქრონიკა.
თუ როგორ მოვკალი მე სიყვარული.
თუ როგორ მომკლა მე სიყვარულმა.
რომ ეს იყო დუელი,
ერთდროული, ზუსტი გასროლით.
რომ გვერდით იდექი შენ
და ნაბიჯები გადათვალე მის სასარგებლოდ.
რომ სადღაც ვიწექი მე,
სიყვარულისგან შენგრეული შუბლით.

ეს არ იქნება შემეცნებითი პროგრამა,
სერიალებს მიჯაჭვული ადამიანებისთვის.
ეს იქნება მოდელირებული გამოშვება შეშლილებისთვის,
რომლებიც წვანან ძალიან მშვიდად,-
მხარზე დაყრდნობილი ლოყით.
წელზე მოხვეული ხელით.
და არავითარი ემოცია,
მხოლოდ ფაქტი-
გაფრენამდე მფეთქავი გულები.

...

jaden