მინდია ცეცხლაძე ჩვეულებრივი წევრი გაწევრიანდა: 6 მაისი, 2014 საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 14 თებერვალი, 2018 01:44:30
სტუმრის სიმღერა
თუ თქმას ვაპირებ, ახლა ვიტყვი ყველაზე მთავარს, ახლა, როდესაც სტუმრად ვარ და უცხო აივნის რიკულს ვეყრდნობი, მცხელა, დავყურებ ქუჩის ორომტრიალს და ვამბობ: გზა ვარ, რომ ნეტარია ყველა, ვინც ჩემთან ერთად ამ გზას გულით გაივლის.
ღვთის გულისათვის, ნუ ამყარებთ უძლურ იმედებს, რომ ღვთის გმობაა ჩემი ლექსი, რომ ვარ თავხედი, რომ თქვენთან ერთად ქალაქს მეც ასე ვტკეპნი. ნუ ცდუნდებით, თქვენ გზას მიენდეთ და მნიშვნელობა არ აქვს, ქვია თუ არა ამ გზას ჩემი სახელი.
უმნიშვნელოა, მე ვინა ვარ, თქვენც კარგად იცით, რომ თქვენნაირი უღირსი ვარ და მაქვს უფლება, ვიმღერო მისთვის ასე, ვილოცო მისთვის, ვინც ლოცვაა ცისა და მიწის, ვისაც ვერ იცნობთ ხმაზე, ვინც ჩემი პირით ახლა გესაუბრებათ.
მე მას ვერ ვხედავ და ყველაზე გაბედულ ფიქრშიც ვერ წარმოვიდგენ მის არსებას, მე ხომ იმდენად უმწეო ვარ, რომ ვკვდები ყოველთვის, როცა მეუფლება სიკვდილის შიში, მაშინაც, როცა ვერ ვხვდები, რომ ეს სიცოცხლე ასე მან გამითენა.
მან განმიმარტა პოეზია, რომ ჩემი წერით მიმყავს ყოველი თქვენთაგანი ახალ ლოცვანთან და ამ სინათლის მომრევ ბნელს რომ არ ვიცნობ, რომ გახარებთ, ვსუნთქავ და ვმღერი, იგი მამღერებს, თორემ ამ სიმღერაზე ფიქრიც გულს ამომწვავდა..