წევრები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ლელუკა ლაშხი
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 22 ივლისი, 2014
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 4 მარტი, 2017 00:29:07
რასაც ახლა ვფიქრობ,სულ ასე ვფიქრობ,მარა ამას არა.რომ ვიცოდე,რომ მექნება ის რაც მინდა,ალბათ აღარ მომინდებოდა,ამიტომ სჯობს მინდოდეს,არ მქონდეს,რომ სულ მინდოდეს.წავალ,ვივლი,ბევრს ვივლი,ყველგან ვივლი.არასდროს გავივლი სწორ გზაზე.ყველას ნაფეხურიანზე.უკვალო გზებზე მიყვარს სიარული.უკან გზაზე სიარულიც მიყვარს.დაკარგვაც.გადახვევაც.დაცემაც.წამოდგომაც მეზარება.წელმოთრეულიც დავდივარ.ხშირად ვტირი.თმის დავარცხნაც მავიწყდება.ტანსაცმელიც მეხევა,მიბინძურდება,ასე ვაგრძელებ სიარულს.ძალიან მიყვარს გემრიელი საჭმელი და ჭამა გემრიელად.ბევრჯერ მეშლება რაღაც და უამრავი რამ.ძალიან ხშირად ვაღებ პირს,რომ არ ვიცი და ის რაც უნდა ვიცოდე,დახურვა მავიწყდება.როცა ძალიან მინდა ტუალეტში და შესვლა მეზარება,ან ვერ ვახერხებ,მალე მივაღწიო იქამდე,ხასიათი მიფუჭდება.მეც აღმაფრთოვანებს სიშიშვლე და მაოცებს უკომპლექსო ადამიანები,რადგან მე ის ძალიან ბევრი მაქვს.რაღაც მომენტში არც მჯერა,რომ ისინი არსებობენ ასეთები.ვიღაცას დაუფიქრებლად შეუძლია გაიხადოს ტანზე უცხოსთან.აქაც ვაღებ პირს,იმიტომ რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ვარ...