წევრები


   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

თათა მელიქიშვილი
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 4 აგვისტო, 2014
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 12 ივნისი, 2017 02:48:14



არ თმობს ზამთარი მზითევს:
მზეს ბეჭდად არათითობს;
მცივა, ლოლუა თითებს
მოპარულ ლეკვით ვითბობ.

გული ძლივს უცემს გულთან,
ტყავში გაუდის ნეკნი;
ხვალ გაეყიდათ, უნდა,
ეს თათლოკია ლეკვი.

რა ბირდაბირად ბარდნის...
მივდივარ მდგმურის მდგმური;
მიმყავს წკმუტუნა დარდი,
მიმაქვს ნაპოვნი პური...
/ლაშა გახარია/