კაი ტიპი ჩვეულებრივი წევრი გაწევრიანდა: 15 ნოემბერი, 2014 იო ტელეფონი: +380637832879 საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 2 ივნისი, 2016 18:19:29
მე თუ გეტყვი, რომ ზღვები იძირებიან გემებში. ისევე როგორც, – სამარეები წვებიან ადამიანებში და ეკლესიები აშენებენ ხალხს, შენ, ალბათ, გაგიკვირდება, მაგრამ იცოდე: – მრავალწერტილი წერტილის ნამსხვრევებია და სიზმრები ხედავენ ადამიანებს. უფრო მეტიც: ოდესმე თუ გააცნობიერებ რომ ყოველგვარი გრამატიკული, სექსუალური და სულიერი კავშირი, უფრო მეტად გვაშორებს ერთმანეთს და ჩვენს “სხვადასხვობას” უსვამს ხაზს, შენც იტყვი რომ – ღრუბლები დაფრინავენ თვითმფრინავებში, გისოსები სხედან ადამიანებს მიღმა, და სიკვდილი – ეს იმდენად მრავალჯერადი რამაა, მოსაბეზრებელიც კი შეიძლება გახდეს. ... ირაკლი ყურუა