წევრები


ლიტერატურული კონკურსი “ბლიცი“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში http://urakparaki.com/?m=13&Forum=37&Theme=1481&st=0

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ლევან მაისურაძე
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 1 მაისი, 2008
დაბადების დღე: 23 აგვისტო, 1989
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 19 მარტი, 2019 11:23:32
ჯობდა, არ შემხვედროდი ასე კარგად
მერჩივნა აგერია, გეკითხა ვინ ხარ,
ჩემს ცოლს რომ ურეკავ ასე უდროო დროს,
კაცურად გაგეშვი ჯანდაბაში.
მაგრამ სულ ტყუილად, შენ ასე არ იქცევი.
მიყვები ამბებს, ცდილობ გამაცინო,
გინდა, შენთან ერთად ვუყურო ჰოკეის,
მაკარონს, ცოლის მომზადებულს, მთავაზობ.
გგონია, ეს ჩემი ჩაფსმული ღიმილი
ნიშნავს, დღეიდან დავძმაკაცდით?
შენი ძაღლიც კი მოკურკლული თავით შენზე ლამაზია,
იღრინება, როცა შენს ცოლთან ახლოს მივდივარ.

ძაღლს ვერ მოატყუებ,
მყნოსავს და გრძნობს სუნს ჩემი მყვირალობის.


მე გეტყვი, დავლიოთ, დაგათრობ და მერე დაგისვამ,
ბინძურ შეკითხვებს: „ მე და შენი ცოლი ცხელაბაზანიან
ოტელში რომ გენახე, თუ როგორ ვჟიმაობთ,
მითხარი რას იგრძნობდი? „
იქნებ შენ დაგერტყა, გეცემე მუშტებით,
მერე ჩაგემსხვრია კბილები, ნეკნები,
მომეწონებოდა, ჩემთვის უკეთესი.
იმ ფილმის არ იყოს, რა ერქვა?
ტამაშობდა პოლ ნიუმენი. შენ კინო გიყვარს?  მე მიყვარს.
ფილმი არა, კინოთეატრები, ხალხი ბატიბუტით.
სპაგეტი - ვესტერნი, კლინტ ისტვუდი,
სროლა და ჩხუბი, ველური ქალები,
ცუდი ტიპები - მკვდრები და
ფინალური სცენა - გასროლით, გვამებით.

მკიდია ფილმები აპოკალიფსზე,
რომელშიც უნდათ შენი სული იხსნან,
მოტაცება, ქურდი ღამით - ასე გაუგებარი.
მე ვარ პირველი კაცი, ედემი.
ადამი ცხოველებს სახელებს ურჩევს.
მეც იქნებ დავარქვა მგელს მგელი,
გველს- გველი, ქალს- ქალი.
ისიც კი ვიცი შენ რას დაგარქმევ,
მე ვხედავ შენს რქებს,
ასე რომ - რქიანი ქმარი.
როგორ მოგეწონა ვაშლები?


ვიცი, რომელი წელიცაა,
ვიცი ედემი არ არსებობს, თუკი ოდესმე საერთოდ იყო.
ვიცი, ამ ლიბელარულ ეპოქაში
ქალს შეუძლია აირჩიოს
ნებისმიერი კაცი, გინდ ქალი.
ვიცი ეს ყველაფერი. ვერ ვიგებ მხოლოდ,
შენ რატომ აგირჩია, შენს გვერდით სიკვდილი,
შენს გვერდით დაბერება, შენი ერთგულება,
ღალატი, მწარე ბოლო.

მე რომ წესიერი კაცი ვიყო,
გისურვებდი სიკეთეს, გავივლიდი.
მაგრამ ჩემი გოგრა ძალიან მსუბუქია,
მე მჭირდება რამე მოტივი:
ორი კაცი იბრძვის ტერიტორიისთვის,
პირდაპირ გეტყვი, ეს არენა ჩემია.
ვაპირებ ვდიო მის კვალს ჯოჯოხეთამდე და უკან,
მის გზაზე ვარ ცხენით, როგორც ქურდი უკუნეთში,
მე ცუდი ბიჭი ვარ, ან მე ან შენ.
დაატრიალე შენი კინო.

ხომ არ იცი კინო როგორ დამთავრდება?
მინდა იყო კლინტ ისტვუდი, ჰოკეისტო,
ის ალბათ მიწოდებდა ბანძ, მატყუარა პანკს
და მომკლავდა სადაც მნახავდა
და სანახევროდ დამმარხავდა,
რომ წყლისა და უდაბნოს ჩიტებს დაეგლიჯათ ჩემი სხეული,
ერთი ნაფლეთიც არ დარჩებოდა ჩემგან.
შემიძლია წარმოვიდგინო „ კარგი, ცუდი და რქიანი ქმარი“
როლებში: მე, შენ, შენი ცოლი და კლინტ ისტვუდი.
შენ ეგრევე უკვე მკვდარი ხარ, შენი ცოლი ჩემთანაა, მაგრამ!

ბებერი კლინტი მოაჭენებს. დუელი.
აბა თუ მიხვდები ვინ ვის დაასწრო?
კამერა ტოკავს. კლინტ ისტვუდი აფურთხებს, ამბობს:
„კაკაჩებმა მატლებმა დახრან.“
შემდეგ ხსნის თოკებს ქალს და აჰყავს ხელში, მუსიკის
ფონზე, ჩამავალი მზის ფონზე კოცნის.
ის კოცნის შენს ცოლს, როგორც კაცი,
რომელმაც იცის რა არის მისი.


ადამ ნაიტი