წევრები


   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ფედრა
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 1 იანვარი, 2010
    
    
დაბადების დღე: 25 დეკემბერი, 1984
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 3 სექტემბერი, 2018 21:40:45
თეთრებში გახვეულ დაქანცულ ქალივით მოვიდა სიმშვიდე
და მშვილდის ლარივით დაჭიმულ ნერვების ხეივანს გამოცდა.
მე შენი ტკივილი ღობესთან დაგდებულ ბავშვივით ვიშვილე
და შენი სახელი ლურსმებით დაჭედილ ქრისტესთან წამომცდა.

დავდივარ,ლანდი კი ეზოში მოფანტულ დაჩეხილ მორებზე
გველივით სრიალებს,ტყვიებით მოცელილ ვიგონებ ტიციანს
რა გითხრა წარსულის ბრმა სიბოროტეში დატოვილ მორალზე,
რა ვუთხრა ტირილზე ყვავილებს,რომლებმაც ტირილი იციან.

რა ვუთხრა გატეხილ მინანქრის ლანგარზე დახატულ ფერიებს
გოლიათს რომელიც ვულკანის ყელივით აბოლებს ყალიონს
რა გითხრა იმაზე სისხლში და ცრემლებში რომ გამომერიე
(რა გითხრა,როდესაც მეტყვი რომ ყოფილა სიგიჟის ბრალიო)?

თეთრებში გახვეულ დაქანცულ ქალივით მოვიდა სიმშვიდე
და მშვილდის ლარივით დაჭიმულ ნერვების ხეივანს გამოცდა.
მე შენი ტკივილი საკუთარ სიცოცხლის მაგივრად ვიშვილე
და შენი სახელი ლურსმებით დაჭედილ ქრისტესთან წამომცდა.
                                                                                          ბ.მღებრიშვილი