წევრები


   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ანანათია
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 1 აპრილი, 2010
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 4 აპრილი, 2019 15:55:11
,,ნამდვილი ქალი ფეხაკრეფით უნდა დაიარებოდეს... ოღონდ უნებურად...როგორც დევნილი... ან მდევარი.. - და როცა მოვა,როდესაც მოვა, და შემოგხედავს, რაღაცას მაშინვე უნდა მიგახვედროს - დუმილის დროსაც, მუდამ რაღაცას უნდა ამბობდეს ნამდვილი ქალი... ზურგიდანაც რომ აათვალიერო, მაინც უნდა მიხვდე - მხარი , კისერი, ნამვილი ქალის წელი, ხელები მუდამ ამბობენ...და თუ პირისპირ დგას და გიყურებს, მაშინ... ო, მაშინ...თვალებით ყევლაფერის თქმა უნდა შეეძლოს...ყველაფერი მიგანიშნოს, და რაც მთავარია უნდიხარ შენ თუ არა...'' /გ.დ/




* * *

გზანი უფლისანი  (100 სიტყვა)


(დეკანოზ გიორგი თევდორაშვილს)

ქუჩაში ახალფეხადგმულ პატარას სიარულში მამიკო ეხმარებოდა.
სევდა მოეძალა, უკვე შევერცხლილი.
მამა მხოლოდ ფოტოდან ახსოვს, დედა რომ ინახავს საგულდაგულოდ.  ვიდრე ბავშვი იყო, ეგონა, დაბრუნდებოდა. მოგვიანებით, როცა შიშველი სული ღმერთით შეიმოსა, აპატია სიშორე. ლოცვამ შეამცირა მანძილი.
თავად გახდა ბევრისთვის მამა ...
* * *
შებინდებისას, მომაკვდავის საზიარებლად წაიყვანეს უცნობებმა.
ირგვლივ ყველაფერს მზრუნველი ხელი აკლდა. სულთმობრძავი ძლივსგასაგონად მეტყველებდა.
- ცოდვით დამძიმებული სული მტანჯავს, შემომეშველე ლოცვით მამაო.
- შენდობა სთხოვე ღმერთს, შვებას იგრძნობ,  - სცადა ნუგეშისცემა მოძღვარმა.

დაღლილი ცრემლი მოერია მოხუცს.

მოასწრო ზიარების მადლით მისი განწმენდა.

ანაზდად, ფოტო შენიშნა ახლადშესვენებულის სასთუმალთან. მზერა გაეყინა. გული აუტირდა, როგორც ბავშვობაში.  მადლიერებით გაიფიქრა, ,,დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი'' .


2012წ.
* * * * * * * * * * * * * * * * *



შენდობის ჟამი  (100 სიტყვა)


მაცდური ქალივით ღელავდა ზღვა…. . .
  ყოყმანით მიიღო  გამოწვევა.
  ახსოვს, როგორ შეეხო წყალში მყარ საგანს, როგორ გადაარჩინა მეგობარმა,  რომელსაც მერე  ხშირად  საყვედურობდა  ჩადენილს, რადგან  . . . 
  დადგა ჟამი ეტლთან  შეურიგებელი მეგობრობის, სხვაზე დამოკიდებული ცხოვრების, ღმერთის  უარყოფის, საკუთარი თავის უარყოფის მცდელობით. 
  ახლა  მასში  განაგრძობდა ღელვას  შინაგანი ზღვა.

      * * *
  სარეაბილიტაციო  ცენტრში  ნახა  გოგონა  ნუგეშისფერი  თვალებით  და  დატალღული თმით. როგორც ძლიერი შტორმის შემდეგ ნავსაყუდელს, ისე შეაფარა თავი ამ თვალებს. იმედივით აძლიერებდა მისი არსებობა.
  მუხლმოდრეკით შეიყვანა გოგონამ მასში რწმენა. გოლგოთაზე ასატანი ჯვარივით მძიმე იყო ამის ქმნა.
  რწმენამ შვა სასწაული.
  ერთად გაცვითეს მანძილი  ჰორიზონტამდე, ცისარტყელას მოპარეს ფერები, გაზაფხულს – სიცოცხლის წყურვილი.

  * * *
- აღარასოდეს ვუსაყვედურებ მეგობარს!
- ე.ი. ღმერთს შეურიგდი?!

  ხელისგულებით გაცვალეს მოულოდნელი სიხარული.


2011 წ.