წევრები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ელეგანტი
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 1 მაისი, 2010
    გიორგი
    წაქაძე
ელ. ფოსტა: windowsa18@yahoo.com
სკაიპი: dongio-18
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 5 სექტემბერი, 2019 01:19:02
ძლიერი ხელები სხეულზე დამაწყე,
თითებით დაწყვიტე ბავშვური მორცხვობა,
მასწავლე ფერება დაღლიდან-დაღლამდე...
ბავშვურად არ მშვენის-ქალურად მოპყრობა.
ჯიუტად ახსენი სიყვარულს საზღვრები,
აწყვიტე ვნებები მძლავრ სტიქიონებად,
შეშალე ლექსები სიგიჟის ფრაზებით,
ქალწულის გრძნობები ჩამოდი ფსონებად.
დაწინდე ბაგეზე პირველი შეხება,
სახეზე წამისვი პატარძლის ღიმილი,
მომიწევს ნიშნობის სასმისით შეღებვა,
ალერსად ახდენა-ლექსად რომ გიძღვნიდი.
სიმორცხვე შემხსენი სხეულზე ატლასის,
ალერსი მოპარე კაბისფერ სიწმინდეს,
სიტყვები უბიწო სიყვარულს დამარცვლის,
ძილის წინ გადაღლილს, დალალს რომ მიწნიდე.
მერე კი გაჩნდება ცხოვრების მიზეზი,
გულებში გავაღებთ ბოლომდე დარაბებს,
როდესაც თვალებში ალერსით მიმზერი,
ამ ქვეყნად შენს მეტი არავინ მანაღვლებს.