წევრები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

სავანელი
ჩვეულებრივი წევრი
გაწევრიანდა: 1 ივნისი, 2010
    zaza
    komlaZe
დაბადების დღე: 24 ივლისი, 1969
ელ. ფოსტა: zkomladze@yahoo.com
სკაიპი: zuzycom
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 28 სექტემბერი, 2017 20:20:42
სისხლით მორწყულ ქართულ მიწას ისევ სისხლის წვიმა ელის,
მტერმა ბევრჯერ დაამიწა, ბევრჯერ აღსდგა რისხვად მტერის,
ამ უბადლო მდინარეებს, ამ უსაზღვრო ზვრებს
ცისფერი არ ღირსებია, მხოლოდ სისხლი სვა,
ვაი, ჩემო საქართველოვ, შენ არ ჰგავხარ სხვას...
რა პატარა, რის პატარა, ვინ გიბედავს თქმას?
შენ ხომ ღმერთის რჩეული ხარ, ღმერთიც გაჩნდა შენით,
თუარ ღმერთი, ვის შეეძლო შობა ქართულ ენის?
გკლავდენ ზღაპრულ დევის მსგავსად,
თავს გჭრიდენ და თავს იბამდი,
დიდი რომ არ ყოფილიყავ... რას იზამდი?
უქარქაშო ხმალო აღსდექ! მოძრაობა გშვენის,
შენ არა ხარ იმ სჯულისა, ეშინია ვისაც მტერის,
რა პატარა, რის პატარა, რა ვუყოთ რომ დიდი გებრძვის?
- დიდი?
- არა, მხოლოდ შენი ფეხის მტვერი,
ვაგლახ, მეტრიც რომ არა გყავს შენი შესაფერი!
ნეტავ იმ დროს, დიდგორიანს, შამქორიანს და ბასიანს,
მილიონი რომ ებრძოდა და უფრთხოდა შენს ასიანს,
ზურგი შენი არ უნახავს სულთანს შაჰს და ბიზანტიას,
გაიღვიძე, გაიღვიძე, თორემ ხვალე გვიანია!
ერის სულო გძებნე, ო, რა იშვიათად გხვდები,
ექვსჯერ ათი წელიწადი უმოწყალოდ ვცდებით.
საქართველო, სისხლო ჩემო, დარდო ჩემო,
წყლულო ჩემო, ვცოცხლობ შენით,
წინაპართა ძვლების დარად...
მჯერა შენი გადარჩენის!!!

                      მუხრანი.