წევრები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ლიკა ჭელიძე
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 1 სექტემბერი, 2010
    ლიკა
    
დაბადების დღე: 12 იანვარი, 1985
ელ. ფოსტა: miss_likana@mail.ru
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 27 ოქტომბერი, 2019 17:38:14
წერილი საკუთარ თავს...





ყველა წერილი რაღაც სიტყვით იწყება .ალბათ

ჯობდა დამეწყო რაღაც უფრო სიტყვებით-მარტივ,

დაღლილ გონებას ასე უფრო ნაკლებად ვძაბავ,

ფიქრებს გაგანდობ,მაგრამ უკვე გრძნობისგან დაცლილ

სხეულთან თვითონ,ჩემი ხელით მოვათრევ კუბოს,

ყველაფერს ერთი ან ორივე  ხელ(ებ)ის მოსმით

გავიმეტებ და  ცივ საფლავთან დავტოვო უნდა-

ფუჭი ოცნება -უკანასკნელ სიტყვებად ლოცვით,

დავწვავ ამ წერილს და საკუთარ საფლავთან ვთბები...

ვიგლოვებ ასე,ჩემს თავს უკვე მრავალჯერ მოკლულს

უკვე მრავალჯერ დავიმტვრიე ცოდვებით ფრთები...

გწერ,რომ ყველაფერს საზღვარი აქვს და ასე შემდეგ...


საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს