წევრები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

ნათია პაპიძე
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 23 იანვარი, 2011
    დაჩი
    ჩალაძე
სკაიპი: ki abaaa, rogor ara?!
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 5 ოქტომბერი, 2018 23:05:00
     
"ადამიანების ფიტულების გაკეთებაც მიწევდა...

ერთხელ ზანგის ფიტული გავაკეთე,
თითები  გავუფარჩხე და ტანსაცმლის არაჩვეულებრივი საკიდი გამოვიდა.
ოღონდ, იმ სულელმა ჰომერსბიმ,
ერთხელ, ღამით ჩხუბი აუტეხა და....გააფუჭა"



ასე არ უყვართ

ვალდებულებას და სიყვარულს შორის დარგული
ეს მე ვარ -
როგორც შალაგბაუმის ვეება ძელი....

და მე, სულ მალე,
საკუთარ თავს ძირფესვიანად
ამოვთხრი და
ჩუმად მივალ თავად კ ა ნ ო ნ თ ა ნ
და ვეტყვი:
- აჰა, თავი ჩემი!
და მერე თუგინდ
შენთა კანონთა წიგნში ერთ-ერთ წერტილად "დამსვი",
"არ შეიძლება"-დ ვიქცე თუნდაც,
თუ გნებავს, "არა"-დ! -
უკურნებელი ასთმასავით
ასე რომ გვახრჩობს...

და თუკი ვინმე ხუმარასთან სადმე დაგცდება:
მამალს ხელები თუ არა აქვს, მხოლოდ იმიტომ,
რომ არც ტანი და არც სამოსი არა აქვს დედალს! -
ჩაიღიმილებს, გულიანად გადიხარხარებს.
მე კი... მე კვნესით ( რა ხუმრობა? რისი მამალი?... )
მოგმართავთ ისე, ვით წყალობას ითხოვს მავანი:
- გემუდარებით, ორთავ ხელი მომკვეთეთ ძირში!
რაკი ეს მე ვარ - შლაგბაუმის მსხვილი ძელივით -
ვალდებულებას და სიყვარულს შორის დარგული!
და ეს მკლავებიც რაკი სულაც აღარ მჭირდება!
აღარ მჭირდება, რადგან უკვე აღარ მყავს იგი,
ვისაც ვეტყოდი ხოლმე "ჩემო" და თან იმგვარად,
რომ რუის პირას ბუდასავით ჩაყუნცულები -
ბაყაყებიც კი შეცბუნებით შემომყურებდნენ
და ალბათ იმის ცდაში იყვნენ, დახსომებოდათ
ეს მოკლე, მაგრამ ცეცხლოვანი ვულკანი ( "ჩემო" )...
ახლა ჩემი ხარ შენ ისევე, როგორც ჩემია...
მადაგასკარი;
შენ ჩემი ხარ ისევე, როგორც -
აბისინიის მეფის ასულს იტყვიან ჩემად...
ან როგორ... როცა თავადა ვარ შლაგბაუმივით
ვალდებულებას და სიყვარულს შორის დარგული...

ასე არ უყვართ ერთმანეთი!
ამგვარად მხოლოდ... თანდათანობით სული ხდებათ, ამვარად მხოლოდ
ძველი ნავები თუ ლპებიან ზღვის ყურეებში...

პარუირ სევაკი