წევრები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

   ინფორმაცია ნაწარმოებები დღიური

არტემიდა
ლიტერატორი
გაწევრიანდა: 26 ივლისი, 2011
საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 4 აპრილი, 2018 12:58:21
"Если за добро тебе плюнули в душу,возрадуйся - твой поступок удался."
                        Серафим Саровский
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ 

"Если в друг вы стали для кого то плохим, значить много хорошего сделали для этого человека."   
                         
                          Лев Толстой. 
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

Даже если ты тысячу раз прав, какой в этом толк, если женщина твоя  плачет?
                          В.Высоцкий
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
მე არასოდეს არ გავხდები ოთახის კატა
და შენი ღამის არ მერქმევა ერთგული ცოლი
და მყუდრო, ტკბილი ყავის ნაცვლად ტუჩებზე მატეს
ექნება გემო სიმწარის და ლიმონის... ოდნავ...

მე აჩქარებულ სილუეტებს გავატან ელდას,
მტვრიან თაროზე შემონახულ იმ მუნჯი ფილმის,
გადახუნებულ ეპიზოდში რომ ხატავს მელნით,
მივიწყებული ისტორიის უნიჭო ფინალს.

და მოთმინება -
დაჭიმული შავი ავაზა,
განწირულ მსხვერპლზე გამოთვლილი ზუსტი კამარით,
ბოლოს მოუღებს მოლოდინით სულელურ დაღლას
და მე შიშველი ხელების და ღმერთის ამარა,

გაზაფხულამდე ყველა იმედს წავათრევ მდორედ-
რომ სხვა ამინდი გადაფარავს დათოვლილ ცოდვას
და ცა არასდროს გამახსენებს ამღვრეულ თვალებს,
ღამის ფანჯრებთან მომლოდინე ერთგული ცოლის.



jaden. 2013-12-13 23:01:43