| ავტორი: ჯიჯი ჟანრი: პოეზია 18 აპრილი, 2018 |
„წმინდა ბერი ლოცვად დადგა, ციდან ჩამოესმა რეკა, თრიალეთთან მტერი მოდგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა“. შოთა ნიშნიანიძე
მარტოდენ ერთი ეპიზოდია, სხვა თქმულა შენზე არცა-რა მეტი, თუმც შენს ქუჩაზე სულ მიმოდიან, უკვდავებაში შენ გადახვედი. მათ განიზრახეს შეპყრობა მეფის, ვერ აისრულეს რაიც ეწადათ, უდრეკ სიმაგრედ წინ აღუდექი, ბრწყინავ, კაშკაშებ უფრო მეტადაც. უფალი იყო მაშინ შენს ახლოს, იგრძენ სიმხნევე და ნაცვლად თრთოლვის არ შეუშინდი მახვილს ოსმალოს, შენ იქ ხარ ახლა მართალთა შორის. დაუნდობელი ჩალმიანები გზების აბნევით ცხირეთში „მიჰყავს“, სისხლით მშიერი პირბასრი ხმლებიც უსასტიკესნი არიან იმწამს. და აღესრულა წმინდა მოძღვარი, სისხლი მართალი ჩვენ ძალას გვმატებს, დრომ შენ ვერ მოგკლა, დრო თვით მოკალი, გვახსოვდე მარად, აი, ეს გვმართებს. მარტოდენ ერთი ეპიზოდია, სხვა თქმულა შენზე არცა-რა მეტი, თუმც შენს ქუჩაზე სულ მიმოდიან, უკვდავებაში შენ გადახვედი.
2017 25/VIII
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. მარტო ერთი ეპიზოდის მომენტი, თითქოს კარგი მიგნებაა, მაგრამ მთელი ნაწერი ისე ზოიაკოსმოდემიანსკურად არის გადაწყობილი, სიმპატიით აღარ განგაწყობს. ერთი ეპიზოდის იქით ველოდი, რომ როგორც ავტორი დაინახავდით თევდორეს ცხოვრებას და პიროვნებას. ის რაც უკვე ცნობილია, უბრალოდ გალექსეთ და ტექნიკურადაც არც თუ ისე კარგი შესრულებით. მარტო ერთი ეპიზოდის მომენტი, თითქოს კარგი მიგნებაა, მაგრამ მთელი ნაწერი ისე ზოიაკოსმოდემიანსკურად არის გადაწყობილი, სიმპატიით აღარ განგაწყობს. ერთი ეპიზოდის იქით ველოდი, რომ როგორც ავტორი დაინახავდით თევდორეს ცხოვრებას და პიროვნებას. ის რაც უკვე ცნობილია, უბრალოდ გალექსეთ და ტექნიკურადაც არც თუ ისე კარგი შესრულებით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|