ზაფხულია და ცხელა და ტემპერატურა იმატებს, ერთმანეთს აუტანელი, ცხელი დღეები მიება. მოგვიხდებოდა მე და მე სუბტროპიკული კლიმატი, ხმელთაშუა ზღვის აუზში ტალღებში შელივლივება.
ნაპირზე საჩრდილობლის ქვეშ წიგნი და ცივი წვენები, სხვადასხვაგვარი მიზეზით ახალი ხალხის გაცნობა, მათთან ბაასში გატეხვა ღამის და უცხო ენების, მზის ჩასვლა, პლაჟზე კოცონი და სხვაც მრავალი "პაცნობა".
მინიმუმ ერთჯერ დამწვრობა, ერთჯერაც ყურში ჩასვლა წყლის , მთელი დღე ყურზე ცხელი ქვა, სიცხე და ტანზე მაწონი. ოფლიანობა, გულდაღმა წოლა და სველი საწოლი, ლექსი ცუდისკენ გამექცა, დავუბრუნდები დასაწყისს.
მოკლედ თბილისში ცხელა და ტემპერატურა ზე მიდის, ერთმანეთს გაუსაძლისი ცხელი დღეები მიება. ზღვა - გემი, პლაჟი - კენჭები, ცა - ღრუბელი, მზე - ზენიტი, წავალ, წყალს დავლევ, ნეტა რა მე-ასო-ცია-ციება?!..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ძმაას ვენაცვალე, პაცნობას ანცობა აჯობებს მგონი. ძმაას ვენაცვალე, პაცნობას ანცობა აჯობებს მგონი.
2. სიცოცხლე კაი ხალხს! :) სიცოცხლე კაი ხალხს! :)
1. მოკითხვა ირაკლის. ტალღებში შელივლივება ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო :დ კარგია.
მოკითხვა ირაკლის. ტალღებში შელივლივება ნამდვილად არ იქნებოდა ურიგო :დ კარგია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|