ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
15 სექტემბერი, 2018


Emily Dickinson - How many Flowers fail in Wood (404)

ემილი  დიკინსონი - ისე ჭკნებიან ყვავილნი ტევრში (404)

ისე ჭკნებიან ყვავილნი ტევრში,
არე-მარეზე მთათა ფერდების,
პრივილეგიაც არ აქვთ მიხვედრის -
არიან რარიგ მშვენიერები...

კოწახურები, ანდა ცირცლები
ისე ფანტავენ ქარებით მარცვლებს,
აზრად არ მოსდით - ყირმიზ ტვირთებით,
როგორ ატკბობენ უცხოთა თვალებს!

15 სექტემბერი, 2018 წ.



Emily Dickinson - How many Flowers fail in Wood (404)

How many Flowers fail in Wood —
Or perish from the Hill —
Without the privilege to know
That they are Beautiful —

How many cast a nameless Pod
Upon the nearest Breeze —
Unconscious of the Scarlet Freight —
It bear to Other Eyes —

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები