ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა ჭიღლაძე
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2018


არ დამაკლდები

კვლავ სევდიანი ფიქრით ვიღვიძებ,
სადღაც ტირიან ზანზალაკები,
შენ მიდიხარ და მე თავს ვიმშვიდებ:
- არ დამაკლდები,
  არ დამაკლდები...
შემოდგომაა უკვე დაღლილი,
მიწას ფესვებიც გამოაცალეს,
ვერც მე გისრულებ, რასაც დაგპირდი
- ცოტაც მაცალე,
  ცოტაც მაცალე...
ნიაღვარივით, ხევებს ჩავივლი,
თან გავიყოლებ გაცრეცილ ფოთლებს,
და თითქმის უხმო  ამოძახილით _
- "რაც უნდა მოხდეს,
  რაც უნდა მოხდეს,
მე თავს ვიმშვიდებ _ არ დამაკლდები.
ჰაერში სუნი ტრიალებს ნისლის,
საღაც მოსთქვამენ ზანზალაკები,
და ჩემი  მაინც არსაით ისმის.
   
                     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები