დაღამდა მაშინ, იმის მერე ღამეა ჩვენთან, რომ ლაწირაკი ოცნებები ვერ ავიხდინეთ, და სიკვდილს ვეღარ გადაურჩნენ ვნებები გზაში. შენ გვირილებით, მონაცისფრო დღეებით სავსე, მე, ის რითმები რაც შენამდე ვერ მოვიტანე. დაღამდა მაშინ, იმის მერე ღამეა ჩვენთან, ოთახებიდან, ოთახებმა ერთურთი გასვეს, სიჩუმეებმა გაახურეს - ფიქრობენ რამდენს. ღმერთ რომელიც, ვეღარფერს ვეღარ გვითარგმნის, ილოცო უნდა, სიყვარულის სულ უნდა გწამდეს . დაღამდა მაშინ ჩვენ ერთმანეთს ვეღარ მივართვით, სუნთქვა რომელიც მე მეკუთვნის დაგეხუთება, მივდივარ კარგო, ესეც ალბათ შენი ნებართვით, მაპატიე თუ, ეს ტკივილი ჩაგეხუტება. ეხ - თეთრი რაში, არსებობა ლამაზთა წელთა, დაღამდა მაშინ, იმის მერე, ღამეა ჩვენთან !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ს.შკადარევიჩი ს.შკადარევიჩი
2. გამარჯობა,როგორ ხარ?კარგი ლექსია +4,რა ხანია არ გვქონია კონტაქტი.მომწერე შენი მონაცემები სოც ქსელის გადამატებ გამარჯობა,როგორ ხარ?კარგი ლექსია +4,რა ხანია არ გვქონია კონტაქტი.მომწერე შენი მონაცემები სოც ქსელის გადამატებ
1. ისევ გათენდება, ისევ აყვავდება ნუში, ისევ მოვა სიყვარული ... ისევ გათენდება, ისევ აყვავდება ნუში, ისევ მოვა სიყვარული ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|