შენ ისევ ისე წევხარ სიზმრებთან, წვიმის წვეთები ისევ გებრძვიან, და შენი კარგად ყოფნის მიზეზად, ეს ჩემი სული გამოგეწვია, შენ ისევ ისე იცვლი ტანსაცმელს, იცვამ სხეულზე ცრემლიან სევდას, იმ ლექსში ალბათ გული წაგართვეს, და უსასრულობის ბილიკებს ხედავ, ზიან და ისევ ფიქრობენ სიკვდილს, ღიმილ გარეულ მომკვდავთან ერთად, უალკოჰოლო დღეების მიკვირს, მიკვირს რომ ასე შორსა ხარ ღმერთთან, შენ ყურძენივით ვნებები და დარდი გაწურე, მებაღეები დეპრესიას დღესაც უცდიან, დააგვიანდა გათეთრება თოვლს და მერწმუნე, ყველაფერი თუ კარგად არის ესეც ცუდია, სისხლდაცლილივით უფერული არის ამინდი, უკუსვლით ისევ მოძრაობენ, ისევ ტირიან, სულის ძახილი საყვარელო სწორედ გამიგე, თვალი დახუჭე სიბრმავემდე როცა მიდიან, გზა და ბილიკი ოცნებები, ცა ხომ ფართოა, ჩვენი წინაპრის გვიხაროდეს უნდა შვილობა, ხელი არასდროს არ გამიშვა სახიფათოა, ხელი არასდროს არ გაგიშვა - ჩემი პირობა !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. Udaod kargia Udaod kargia
2. რიტმი რომ არ დარღვეულიყო... იმსახურებდა უფრო ეფექტურ დასასტულს. რიტმი რომ არ დარღვეულიყო... იმსახურებდა უფრო ეფექტურ დასასტულს.
1. „ყველაფერი თუ კარგად არის ესეც ცუდია,“ თქვა ადამიანმა და „დავიჭირე“ მასში პოეტი. :) ფინალური სტრიქონები მომეწონა და წინაპრის ხსენებამ გამაოცა, ასეთ ლექსში. „ყველაფერი თუ კარგად არის ესეც ცუდია,“ თქვა ადამიანმა და „დავიჭირე“ მასში პოეტი. :) ფინალური სტრიქონები მომეწონა და წინაპრის ხსენებამ გამაოცა, ასეთ ლექსში.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|