მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
31 იანვარი, 2019
ცხელი წვიმა (ბიძაჩემს)
თავსხმა წვიმაა ახლა ჩემს სულში,
ცხელი წვეთები მიცრემლებს თვალებს,
შენ, ვინც კანფეტებს მაყრიდი გუშინ,
მე, მიწა უნდა გაყარო, ხვალე.
რა სიმართლეა, რა გარიგება,
თუ წაგებული ყოველთვის შენ ხარ?!
მე, ხვალ ახალი დღე დამიდგება,
და შენ,
და შენ კი უსულოდ წევხარ.
ტირილს გიბრუნებ წილ ღიმილისა,
რომელსაც მთელი ცხოვრება მგვრიდი.
ღმერთმა გაგხადოს სამოთხის ღირსად,
თავს რის ღირსადაც არასდროს თვლიდი.
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
5.
:(
:(
ნინა გორდაძე.
2019-02-03 17:21:43
4.
მადლობა! <3
მადლობა! <3
ბენ-ჰური.
2019-02-01 12:05:59
3.
ღმერთმა სულით გაანათლოს
ტკივილიანი და კარგი მიძღვნაა
ღმერთმა სულით გაანათლოს
ტკივილიანი და კარგი მიძღვნაა
ნ-ი-კ-ი.
2019-02-01 11:00:17
2.
ვისურვებდი მსგავს მიძღვნას, თავის დროზე
ვისურვებდი მსგავს მიძღვნას, თავის დროზე
განთიადელი.
2019-01-31 22:53:38
1.
ამინ!
ამინ!
მუხა.
2019-01-31 18:53:21
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
25.06.2026 10:21:11