მოდი დაგხატავ საყვარელო როგორც მჩვევია, შენი პროფილი ამ სამყაროს გადამრჩენია, და თუ სიგიჟე ჩემი სულის განაჩენია, ამ სამყაროში უკეთესი რა დამრჩენია !
ისევ ღრუბლები წერენ სტრიქონებს ღამდება ვხედავ დღეგამოშვებით, ვიღაცა სიკვდილს გამოიგონებს ვიღაც კი პრინცებს თეთრი რაშებით,
ვგრძნობ ყველა მზერით შემიწუხდები, თოვლივით თეთრი თითებიც გრძობენ, რო მარტოობას ისე უხდები თვით სიმარტოვე მგონიხარ ზოგჯერ,
მსურს წელიწადებს მოვუღო ბოლო, და დავითვალო წლები თავიდან, მე, შენს ლავიწებს რომ დავემონო და საუკუნე იგრძნო წამიდან,
ჩიტებს თუ ჭიკჭიკს აუკრძალავენ, და გაზაფხული მზით თუ იტირებს, ვინ დაგიხატავს უკეთ შარაგზებს, შენი ღიმილით ვინ გაიცინებს ..?
მოდი და ისე გაშალე ფრთები ვით ღმერთზე მაღლა ფრენას ლამობდე უსასრულების ბილიკებს ვწვდები და მერე ვუსმენ როგორ გალობენ
შენს სურვილს ჩემი ფანტაზიები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. "...და რომ შემეძლოს, მზეს გამოვიწვევ, ზღვას გამოვიწვევ, და მათთან ერთად, ყველას ჯინაზე, მე ჩემს ლავიწებს ავამღერებდი" :)
+3 "...და რომ შემეძლოს, მზეს გამოვიწვევ, ზღვას გამოვიწვევ, და მათთან ერთად, ყველას ჯინაზე, მე ჩემს ლავიწებს ავამღერებდი" :)
+3
2. რა ლამაზი ლექსიაა.. წარმატებები სიყვარულში რა ლამაზი ლექსიაა.. წარმატებები სიყვარულში
1. რო მარტოობას ისე უხდები რო?
კარგი ლექსია. 5 ქულა ჩემგან
ერთი ეგაა ზღვისპირელი არ შემოვიდეს და არ ნახოს ლავიწი, თორემ დაგვხოცავს სუყველას ან ანანე :)
არადა რას ერჩიან ამ პატიოსან ძვალს ნეტავ? :)
რო მარტოობას ისე უხდები რო?
კარგი ლექსია. 5 ქულა ჩემგან
ერთი ეგაა ზღვისპირელი არ შემოვიდეს და არ ნახოს ლავიწი, თორემ დაგვხოცავს სუყველას ან ანანე :)
არადა რას ერჩიან ამ პატიოსან ძვალს ნეტავ? :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|