ნინო დარბაისელი
ხანდახანური - -
მოიწით აქეთ, მოიწით აქეთ, სიბრძნეს გასწავლით, თქვენ, მოქალაქეთ: სადაც ვის ნახავთ, როგორც ვის ნახავთ, აქეთ და აქეთ, აქეთ და აქეთ!
მღვრიეზე - მღვრიემ რა თქვას გულწრფელი? წყალი ჩაივლის, ქვიშა - დარჩება. ვინ - მტყუანია და ვინ - მართალი, უფალსაც უჭირს ზოგჯერ გარჩევა.
მოიწით! იცით?- სულ ამაოა, გინდ იყოს დინჯი, გინდა ცანცარა, იტყვის : “ნეტა, ღმერთს არ მოეცა რა,” უეცრად ხელი თუ მოეცარა...
ჰო, მაქებარი - უფალსაც უყვარს, მაძაგებელი - დედასაც არა და ამიტომაც შინა და გარეთ, აქეთ და იქით, იქით და აქეთ, აქეთ და აქეთ, აქეთ და აქეთ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კარგია ძალიან. :) კარგია ძალიან. :)
1. კარგია, მაგრამ ძალიან მცირე მოცულობისაა, მე უფრო მეტი მინდოდა!
კარგია, მაგრამ ძალიან მცირე მოცულობისაა, მე უფრო მეტი მინდოდა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|