ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
10 თებერვალი, 2019


ბუმბულის ჯვარი

***
მტკივნეულია, როცა მხრებზე ბუმბულის ჯვარი
ტვირთად გაწევს და ვერა ზიდავ, ეცადო თუნდაც
და ამიტომაც ჯიბით დაგაქვს უთქმელი ჯავრი
ტანჯვა ჩააცვი ცხოვრებას და გახადო უნდა,
მაგრამ, როდესაც ერთი სიტყვაც ყველაფერს ნიშნავს
შენ კი სიჩუმეს ნერწყვთან ერთად ყლაპავ და ვყლაპავ
დღეს ჩემი სული ჯოჯოხეთთან პაემანს ნიშნავს
მას მიჰყვება და მეტჯერ ალბათ ვერასდროს ნახავ...
ისევ დუმილი, რკინად მაწევს ბუმბულის ჯვარი
თუნდაც ვეცადო, გოლგოთამდე ავზიდო თუნდაც
მაინც დამრჩება მარტოობის უთქმელი ჯავრი
ცხოვრებამ ტანჯვა ჩამაცვა და მეცმევა მუდამ....

და მაინც როცა თავს ზემოთ დგას უსუსურობა
ყოველი სიტყვა ჩაითვალოს უნდა ხუმრობად...

2/10/2019

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები