ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2019


  ჩამოტვირთვა

,,გამოპაპებული რომის ეკლესია

,,თვალებს ნუ დაისიებ
აქ არ შეგიყვარებენ"
ზ.ბუდაღაშვილი

,,ესეც მსოფლიო და
ესეც კათოლიკე, გამოპაპებული რომის ეკლესია"
თორრნიკე ნაროზაული

კოტკოტ, წადი მოშორდი
აქ რთულია ცხოვრება
შეწყდა, მეტამორფოზი
ვეღარ ვხედავ ცხონებას,
ახლა უკვე ნათელი
სულს მიხმობს და მიფიტავს,
ახლა ღამის თენება
უკუნეთი მიზიდავს,
უკუნეთი!!! ბნელი და
ამ სიბნელის სამეფო
ბიზანტია ვიყავი,
უნიათი გამედო..
გამედო და მეჰმედის
საბერძნეთი მტკიოდა
როცა ღმერთიც იქ იყო
უძლურებით კიოდა.
უძლურება ტკიოდა,
დაკეტილი გულების
რწმენა დაკარგულების,
,,გამოპაპებულების"
კოტკოტ წადი, მოშორდი
პრობლემები ყელშია
შემდეგ თუნდაც მომწყურდე
თუნდაც გავხდე ლეშია,
ეს ცხოვრებაც ყელშია
ყელშია და ყელს ზემოთ,
შველას როცა ვყვიროდი
ხომ მითხარი შევძლებო,
ხომ მითხარი შევძლებო,
ხომ მითხარი: გიშველი
მაგრამ მაინც ვერ ვძლებ და
მარტოობით ვიხრწნები..
ვხრიალებ და ვის ესმის?
ვისაც ესმის გავუშვი
აღარ ვიცი რა მინდა
მაინც ვამბობ რა უჭირს.
დავიბრმავეთ თვალები,
და გავყიდეთ სულები
აქ კაცებად ითვლება
გვირგვინ დახატულები,
ყველა ერთნაირია,
და ვერავინ ვერ ამჩნევს
როგორ გამოილია
სამყაროში სიმართლე,
აღარავის არ უნდა
ყველა უმადურია,
უდაბნო ვარ, წყალი მაქვს
მხოლოდ ღმერთი მწყურია,
კოტკოტ. წადი მოშორდი
აქ არ უყვართ სიგიჟე
ჩემთან ნუ გაიკეთებ
უნიღბოდაც მიგიღებ.!

მთის პირას მივდიოდი და დავინახე მთიდან როგორ ჩამოდიოდნენ ორი კაცი, ერთი ფეხით, ერთი კი ორი ცხენით,ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ცხენზე თავად იჯდა და მეორე ცხენი, რაღაც ისეთი მეფის რომ გეგონებოდა ხელით მოჰყავდა. ვფიქრობდი, დაესვა ეს კაცი ამხელა მთა ფეხით რომ ჩამოატარა თქო და სწორედ ამ დროს ფეხით მოსიარულემ რევოლვერის მჭიდის ექვსივე ტყვია ესროლა მხედარს და ექვსივე ააცილა, მაგრამ არ შეიმჩნია მარცხი და უთხრა რომ სურვილით გიშვებო. ის დებილიც დაემხო მუხლებზე და მადლობას სწირავდა, ფეხსაცმელ გახდილი..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები