ავტორი: თამუნა თამო ჟანრი: პოეზია 16 ოქტომბერი, 2019
სიცარიელე
. . . უკვე წარვსდექით ჩვენ ორივე ამა ცხოვრების სამსჯავროზე; (ცხოვრების და არა ზეცის, არ შეგეშალოთ!) რამდენი დღე, კვირა, თვე და წელი გასულა. . . შევიცვალეთ? თითქოს არც ისე; ჩვენს თვალებში ისევ ანთია ხასიათი, რაც ჩვენ ჩვენად გვხდის. . . ვერ ვცნობთ ერთმანეთს? როგორ არა!. . . შორიდანვე დალანდული სილუეტიც ჩემად ჩავთვალე; „ის ხომ არაა? და ასევე მან. . . მაგრამ რა მოხდა ჩვენ ორს შორის? რა შეიცვალა? სახეები არ დაგგვიწყნია და არც გუნება, არც სურვილები, არც გემოვნება. . . რას დავუკვირდეთ? ორნივ დავფიქრდით და მოვიფიქრეთ, ის, რაც ისედაც უკვე ვიცოდით; აღარ გვიყვარს ჩვენ ერთმანეთი; აღარ არის ის მაგნიტი, რაც უკვე იყო; მისი ადგილი დაიკავა სიცარიელემ....