 | ავტორი: მერიენ ჟანრი: პოეზია 2 დეკემბერი, 2019 |
ნეტავ, სად მიჰყავთ წეროებს, დაუბადებელი ბავშვები?! ნუთუ, არავის ესმის მათი ხმა, რადგან საშვილოსნოდან ამოტუმბეს, ნაწილ-ნაწილ დააქუცმაცეს, ბოლოს კი შვილად ვერ აღიქვეს ხორცის დაკეპილი მასა. ვინ ჩასახა ისინი, ბავშვები, რომლებიც არ ისურვეს, რომელთა გასაჩენადაც მზად არ აღმოჩნდნენ?! როგორია ვიზიტი გინეკოლოგთან?! ჰგავს თუ არა აბორტი სიბრძნის კბილის ამოღებას და თუ ყუჩდება მის შემდეგ დარჩენილი სიცარიელე?! როგორია ინსტრუქცია, პროცედურის შემდეგ?! რას ამბობს ექიმი?! იღებს თუ არა, ფურცელს და ზედ აწერს, რომ საჭიროა, საშო მიწით ამოიქოლო, მუცელზე უსახელო ლოდი დაიდო და ხმამაღლა წაუკითხო ზღაპრები ამოკვეთილ შვილს?! ქალები ჩუმად ეკითხებიან დერეფანში მიმავალ ექთანს, აკითხავენ წეროები საავადმყოფოს ნაგავსაყრელს?! იქნებ, საშიში ნარჩენების გვერდით ჩამარხული ნაყოფი სხვა წიაღისკენ მიჰყავთ? რას პასუხობს ექთანი? პასუხობს, რომ აქ წეროები არ უნახავს, მხოლოდ მტრედები, ისიც მხოლოდ მათთან მოფრინავენ, ვინც ამ კედლებს ჩვილით ხელში ტოვებს. წეროები! მიფრინავენ! სად? შორს! პირველი, მეორე, მესამე... იმეორებს ქალი და ხმამაღლა კითხულობს ზღაპრებს ამოკვეთილი შვილებისთვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. უჰ, უჰ, ეს რამ დაგაწერინა. უჰ, უჰ, ეს რამ დაგაწერინა.
3. ძალიან მძიმედ საკითხავია, მაგრამ ემოციური. ბევრი იწერება ამ ტემაზე, მაგრამ როგორც ჩანს ამოუწურავია :/ ნეტავ, სად მიჰყავთ წეროებს, დაუბადებელი ბავშვები?!
პირველივე ფრაზა დარტყმაა. ყოჩაღ. ძალიან მძიმედ საკითხავია, მაგრამ ემოციური. ბევრი იწერება ამ ტემაზე, მაგრამ როგორც ჩანს ამოუწურავია :/ ნეტავ, სად მიჰყავთ წეროებს, დაუბადებელი ბავშვები?!
პირველივე ფრაზა დარტყმაა. ყოჩაღ.
2. ამას შეფასებად მივიღებ... ამას შეფასებად მივიღებ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|