ავტორი: მანანა კაკაჩია ჟანრი: საბავშვო 18 დეკემბერი, 2019
თავნება დაიკო
მე მყავს ორი დაიკო, ერთი ჩემზე პატარა, თუმცა დიპლომატია, მის ჭკუაზე მატარა. კართან კოცნით მაცილებს, სკოლაში რომ მივდივარ, „კევას“ ხომ მომიტანო, შენ ხომ უკვე დიდი ხარ? დაბრუნებულს, ღიმილით, ისევ კართან დამხვდება, ყელზე შემომეხვევა, ჩამრჩურჩულებს: -„რა ხდება? „კევა“ ხომ მომიტანე? ხომ არ დაგავიწყდაო? ოღონდ ჩუმად მომეცი, გაბრაზდება დედაო.“ თუ კი არ მოვუტანე, არც კი მომეკარება, სურვილს ყველა ვუსრულებთ და იზრდება თავნება.