ნაწარმოებები


კონკურს ლილე2026 -ზე მოთხრობების მიღება დამთავრებულია და მოთხრობები გადაეცა ჟიურის შეფასებისთვის. იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
29 დეკემბერი, 2019


დრაკონული


ნინო დარბაისელი

დრაკონული

არის ერთი ლაპარაკი, არის ერთი რაკარუკი:
თურმე ერთხელ ერთგან დრაკონს
შეებრძოლა მზეჭაბუკი.
მაცქერალი გარს ეხვიათ, ქუხდა ნაღარა და  ბუკი,
მიმოინგრა დასანგრევი, დაიხრუკა დასახრუკი.
მოერია! (ნუ დამასწრებთ, დასასრული იცით თუკი,
ანდა გაქვთ განაგონი),
უნდა ამის გამოცნობას  რა ნიჭი და  რა გონი,
აზრთა კომბინაციები, რთული, საჭადრაკონი!
(სულ ტყუილად ტრაკუნობენ მთხრობელნი უტრაკონი)
“რასაც ებრძვი, ის გახდები”- ამბობს სიბრძნე ნაკონი.
ადრე იყო მზეჭაბუკი, თავად გახდა დრაკონი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლურსმანი ვულოცავთ დაბადების დღეს