ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2020


მარცვლები

ყვითელი

სულ ვიტყუები,
რომ ეს ფერი მზესავით მიყვარს.
და მახსენდება,
შენი თვალები, რომელიც უკვე ჩაესვენა.
***
ხასხასა მდელოზე
ამოსულ ერთადერთ ბროწეულს.
გვერდით მაინც არავინ ჰყავდა
რომ საკუთარი არსებობის ერწმუნა.

***
დაცემისას,
კენჭებმა
ყვავებივით დაკორტნეს ჩემი მუხლები.
მიუხედავად სიმცირისა.
***
ხერხემალში მოვიხარე
და მალებმაც ემბრიონის პოზისკენ მიბიძგეს.
მეც საკუთარ მხრებში ჩავიმალე.
***
კაქტუსი

როგორ მინდოდა,
მის ეკლიან ტანს მოვფერებოდი.
მან კი ყვავილი გამოიღო.
***
ოდესღაც მზის შიშს დავემორჩილე
და მიწაში ღრმად დავფალი.
მზემ ვულკანიდან ამოხეთქა,
რომ ცის იქიდან,
თბილი სხივით ჩამოეთოვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები