ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2020


* * *

მე და
აპრილის
მზის სხივი
ვსდუმდით,

იბადებოდა
ზღვის ფსკერში
მზე და ...

არავის უთხრა !!

რომ მოგიდუმდი .

გამოდარების
ბილიკებს ვწერ და

მზეს,
ზღვაში  ვუცდი.

არავის უთხრა
რომ
მოგიდუმდი,
ზღვაო,
ზღვის ფსკერო
და
ზღვაზე, ზედა .

მე და აპრილის
მზის
სხივი
ვსდუმდით,

იბადებოდა მთლიანად მზე და

იძირებოდა
ეს, ,, მოგიდუმდი"

იხაზებოდა ცაზე სხვა წრე და

წრე ისე გრძელი იყო მოვბრუნდი,

იბადებოდა ზღვის ფსკერზე მზე და
იბადებოდა ზღვის ფსკერზე მზე და
იბადებოდა ზღვის ფსკერზე მზე და

ვერ მოვუბრუნდი.

ს.შ
2020.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები