ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცისკაძე ოთარი
ჟანრი: თარგმანი
25 ოქტომბერი, 2020


Александр Блок - Летний вечер

ალექსანდრე ბლოკი - ზაფხულის საღამო

ჰფენს ბოლო სხივებს მწუხრი ალერსით
ფართო მინდორზე მომკილი სვილის,
გარემოცულა ირგვლივ ალერდი
უთიბ სინორის ვარდისფერ ძილით.

ჩიტი არ ჟივის და არ ქრის ქარი,
წითელი მთვარე დანათის კორომს,
შეწყდა სიმღერა მომკელი ქალის
და დაადუმა ბინდბუნდმა ქოროც.

გადაივიწყე დარდი, ხლაფორთი,
აღვირმიშვებულ ცხენს დეზი ჰკარი,
გაშორდი ბურუსს, ველსაც გაშორდი,
მისაგებებლად ღამის და მთვარის!

25 ოქტომბერი, 2020 წ.



Александр Блок - Летний вечер

Последние лучи заката
Лежат на поле сжатой ржи.
Дремотой розовой объята
Трава некошеной межи.

Ни ветерка, ни крика птицы,
Над рощей - красный диск луны,
И замирает песня жницы
Среди вечерней тишины.

Забудь заботы и печали,
Умчись без цели на коне
В туман и в луговые дали,
Навстречу ночи и луне!

13 декабря 1898

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები