ის მოგეახლა, ცივი, დიდებული და უდროობის მბრძანებელი დროს გაძლევს რომ მოიარო მახსოვრობის ლაბირინთები, რომ მონატრების მზერით მორკალო, უხარისხო საპონივით ხელში ჩამდნარი შენი წლები. და როგორ გიჭირს დაჯერება, რომ ეს მჭკნარი და უსუსური სხეული შენ ხარ, სარეცელზე სუსტად მფეთქავი. ცხოვრება იყო ოთხმოციოდ დახამხამება და ილუზია. სინამდვილე სადღა წავიდა? ბაბუაწვერას ფანტელივით შემოგეძარცვა ყოველი არსი აზრისაგან.
იძინე მშვიდად. ჩვენ კი მივდივართ წინ, წარსულისკენ. სასახლის ქვეშ რომ ჭრელი ხალიჩა დაგიფინე, რძალმა ჩემთვის გადაინახა. საკუჭნაოში მტვერს იკიდებს და სწადია კიდევ ერთხელ კოპწიაობა . მოთმენით უცდის წიფლის სიმწიფეს, ჩემს სხეულსა და მიწას შორის მომრიგებელ - შუამავლობა რომ უწერია.
გულშავი კლდეა ეს სიკვდილი. ზედ ელეწება ყველა არსი, და ყველა ფერი სიცოცხლე კი მის კალთასთან შეყუჟული მცირე ბორცვია, ფერადი ბორცვი, ის ადგილია, საამური, ოდესღაც რომ დაგსიზმრებია. და ამაოდ ცდილობ უკან, ძილში დაბრუნდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. აცხონოს უფალმა!
დედამთილზე ასეთი ლექსის დაწერა,, მხოლოდ კარგ პირვნებას შეეძლო! აცხონოს უფალმა!
დედამთილზე ასეთი ლექსის დაწერა,, მხოლოდ კარგ პირვნებას შეეძლო!
6. ციმციმა, მადლობა კომენტარისთვის. ციმციმა, მადლობა კომენტარისთვის.
5. ციმციმა, მადლობა კომენტარისთვის. ციმციმა, მადლობა კომენტარისთვის.
4. მეც პირველად წავიკითხე დედამთილასმი მიძღვნა და კარგია, მომეწონა. აცხონის უფალმა. მეც პირველად წავიკითხე დედამთილასმი მიძღვნა და კარგია, მომეწონა. აცხონის უფალმა.
3. რა კარგი და საოცარი ლექსია... დედამთილი.... რთული მრავალწახნაგიანი და ფაქიზიც, მეც პირველად წავიკითხე ლექსი დედამთილზე, ნუ თუ არ ჩავთვლით, ბესარიონ გაბაშვილის ,,რძალ-დედამთილიანს'', :) რომელიც პოემაა, სადაც სულ სხვაგვარადაა წარმოდგენილი ეს თემა. რა კარგი და საოცარი ლექსია... დედამთილი.... რთული მრავალწახნაგიანი და ფაქიზიც, მეც პირველად წავიკითხე ლექსი დედამთილზე, ნუ თუ არ ჩავთვლით, ბესარიონ გაბაშვილის ,,რძალ-დედამთილიანს``, :) რომელიც პოემაა, სადაც სულ სხვაგვარადაა წარმოდგენილი ეს თემა.
2. მგონი, პირველად წავიკითხე დედამთილისადმი მიძღვნილი ლექსი.
როგორი სიღრმეები აქვს და რა გულწრფელია. მგონი, პირველად წავიკითხე დედამთილისადმი მიძღვნილი ლექსი.
როგორი სიღრმეები აქვს და რა გულწრფელია.
1. ძლიერია :)+ ძლიერია :)+
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|