როგორ იზამ? რასა არ იქმნ ? თუ მოიცა, ქარი არ ქრის, ქარი არ ქრის მონალიზა, ქარი არ ქრის, როგორ იზამ ? რასა არ იქმნ? რას არ ქმნიან რომ მოიცვამ ტანზე აპრილს, ტანზე აპრილს რომ მოიცვამ, რას არ იზამ ? როგორ იზამ ? როგორ იზამ ? როცა არ ქრის თებერვალში ქარრი ჩუმი მონალიზა, მარტზე ხაზი, მარტზე ხაზი გადახაზე, და დახაზე, მარტს რომ წვიმა საუკუნედ ჩამოდის და ქარი არხევს, ქარებს არხევს წვიმის წვეთი როცა ისა, როცა ისა, როცა ასე, როცა ასე ... როდეს ასე დაგიწერენ მოლოდინს და მომლოდინე როცა არ ჩანს, რას არ იზამ, რას არ იზამ, რომ არ დადნე, რომ არ დადნეს თოვლი მთაში გამოიცან, გამოიცანი და ხელებს მაინც ახლებ, ხელებს ახელ, თვალებს ხუჭავ ცა მოდის და ჩამოსული მთვარე ისევ მაღლა ადის, და ჩამოდის, და ჩამოდის, და არ დადის, და არ დადის შენს ნეკნებზე მთვარე მზის და მთვარე ზის და გაენაზე, გაენაზე, მზის სხივები ლავიწებზე ჩამოგიწვა, წერ დრამაზე, წერ დრამაზე, დრამზე უკრავ, უკრავ ტაშსაც, სხვა ენაზე, აბლონტის და ასე ამბობ, რომ სიგიჟე გამოფხიზლდა, და განაგრძე, უკრავ ისევ სიმფონიურ რომელიღაც, რომელიღაც, ვნებიანი წელიწადი, რომელიღაც იმ ვნებიან წელიწადზე, რას არ იზამ, რას არ იზამ, ამ მიწაზე, ქვიშის საათს რომ მოიცვამ ემიგრანტზე, ემიგრანტ სულს, სხეულისგან ასე იცავ, ზუსტად ასე, სწორედ ასე, ესე, ასე, ესე ასე იწერება რომ მოწვიმს და ქოლგას მაინც დაემსგავსე, ჩამოგდის და წვიმის წვეთი გადაკიდე აივანზე, რასა არ იქმნ? რას არ იზამ, რას არ დაწერ, როცა სურვილს ეძახიან მონობის გზას, მონა ასჯერ, მონა ასე, მონაგონი, მოფერება დაისახო უნდა მიზნად, და გაწყვეტილ მისინაზე, მეორესაც, მეორესაც მოაძრობდი, გადახევდი მტრის ჯინაზე, ნერვოზსს ასე, პირში მივცეთ, მონობის ჟამს, გაისროლოს იატაკზე. იარაღმა. ხელი უნდა შეუშალო ანდაც მიზანს, დამიზნებულ იარაღზე, სროლობის ჟამს, უშიშრობა შიშს როგორ ვერ მიამსგავსე, რასარ იზამ, რას არა იქმნ, რას ვერ დაწერ, როცა წამით, დაგეფიქრა წელიწადზე, როცა ფიქრმა, წამოიწყო შენს ენაზე, შენს ხმის ტემბრზე როგორც იქნა როცა იქნა, ლამპიონი შემომჯდარა ფანჯარაზე დაგაფიქრა, დაგაფიქრა უშუქობის ჩაქრობაზე, ჩამქვრალ შუქზე დაგაფიქრა შავმა სევდა, სევდა დარდთან, სევდა დარდთან შემოდის და კარს ღიად წერ , ღიაა და შემოდი და შემოდი და ... მატარებელს რა უნდოდა ლიანდაგზე ? რა ეღირსა ? ქუჩებს რატომ უღიმოდა ნიადაგზე, ქუჩებს რატომ დასცინოდა ნიადაგზე, ნიადაგზე რა გინდოდა, ლიანდაგზე ... ხელში ისევ გაიჩხირო უნდა დრო და დროს არასდროს მიებაძო, და ის ძაბვა, და ის ბრბო და , და ის შუქი, შუქი ისევ გამორბოდა, შენობიდან, შენობიდან არ მოსჩანდა, არსად მუქი, მუქი ფერი შენობიდან არ მოსჩანდა, რადგან ღამეს გაუქურდე, ყრია ქუდი, ყრია დაფა, და მინიდან, აორთქლილი ოცნებები გადმოვარდა, და ოცნებებს ქარი გინდა, ნიავი და ... კარი ისევ ილეწება, როცა ფარდა, როცა ფარდა გადმოსახლდა ნიავიდან, ნიავიდან როცა ფარდა არ მოსჩანდა, ფილმი მინდა, რეჟისორი რომ მომგავდეს, დახატული ფილმებიდან, თვითმფრინავი, თვითმფრინავი ს ორჯერ ორზე დრო გადაბმა თითქმის ნავი გამოვიდა, თითქმის დადნა, თითქოს ჩემი წამზომიდან, დრო მოსჩანდა, დრო არ მინდა, დრო არ მინდა, დრო არ დადგა, დრო არ ადგა ოთახიდან. და იძინებს, დრო იძინებს ოთახიდან გარეთ შორი, გარეთ შორი დრო იძინებს ოთახიდან, ოთახიდან ხმაურობდეს ჩვენი ჭორი, და ფოთლები გადმოხტოდნენ უნდა ხიდან, ზარი ასე გააგორე . გააგორე, გააგორე ზარი შენი ლავიწიდან, ლავიწიდან ზარი მაღლა ჩააგორე, აიწიე, აიწიე, ჩაიცვი და კაბა თორემ, დრო დროსავით გაგვიცივდა . გაგვიცივდა თორემ დრო და დრო დროსავით, დრო დროსავით მოიცვი და გააგორე, გააგორე ზარი ახლა უფრო სწორად, უფრო სწორად ეს სიგიჟე ჩაიწვი, და ტექსტი მერე გაასწორე, ჩაიცინე, შენი ხმის ტემბრს არ მოაცვა დღეს ეს ჭორი ... მონაგონი სიმპტომები გაიცრიცა, გაიცრიცე მონაგონი ჩემი ჭორი ... ახლა შენი ჩუმი ჭორი ჩაიცვი და გადაჭერი, გადაზომე, გადაზომე .... რას არ იზამ, რასა არ იქმნ, როცა ორი ... როცა ორზე , ორჯერ ორი მოიზომე, ტანზე როცა არაფერი ჩაიცვი და როცა ტანზე არაფერი მოიშორე, რას არ იზამ, რასა არ იქმნ, როცა იზამ ? როცა მიზანს, დამიზნება უნდა სწორად ? გაიზმორე, დაგვიბინდდა, მზე ამოვა ... მზე ამოვა ერთი ორი , ერთი ორი . მთვარე გინდა , მთვარე გინდა ახლა ისევ როგორც თოვლი ... როგორც ზამთარს თოვლი თეთრად შოპენით და არასწორი . გაასწორე ეს კოცნები გაასწორე. გაასწორე ას სამოცი სამოცით და ასი ასე მოიშორე ... რასა არ იქმნ ? რას არ იზამ ? რაა სწორი ?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. +5 მომეწონა +5 მომეწონა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|