ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
14 თებერვალი, 2021



უპირობობა? -
ცა რომ ვერაფრით შეაკავებს ფრთამოტეხილ ჩიტს
და მიწა სადმე,
უფსკრულის პირას გულში ჩაიკრავს -
აი ეს არის!

ჩემი მიწა ხარ,
ჩემი საფლავი...

რა დასანანია,
რომ შენთვის,
არასდროს ვყოფილვარ
იმაზე მეტი,
ვიდრე წვიმით გალუმპული,
ფრთამოტეხილი ჩიტის სხეული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები