| ავტორი: სამუმი ჟანრი: პოეზია 22 აპრილი, 2021 |
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, საკნიდან თურმე სხვანაირად მოჩანს გეგუთი, საკნიდან თურმე სხვანაირად მოჩანს წყალტუბო, ნესტიან ფილტვებს არ უშველის ერთი დატუმბვა, ჰაერს ვინ ჩივის, შავ ქვად ვიხლი, რაა ჰაერი?! რაღა ეს მერგო, კურორტია მრავალნაირი, ზოგჯერ ძალუმად მახსენდება გოგლას სიტყვები, ქვეყანას სამი რამ აკლია, თავად მიხვდები: მე-სამართალი, ზღვას ხიდი და ბოლოს კიბე ცას, გეგუთის მერე, ვინახულებ ვითომ იბიცას? იქამდე კიდევ, ასჯერ ნანახ კადრით დავტკბები, დარაჯმა როგორ გამოუღო დინჯად კარები, ციხის უფროსი გადმოვიდა შავი ვოლგიდან, (წყალს წაუღია რივიერა-ჭრელი ქოლგებით) ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა, საკნიდან თურმე სხვანაირად მოჩანს გეგუთი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. :) ნინა, მადლობა <3 აუცილებლად ვიგერტრუდებ, მარტო როდრიგოობით არ შემოვიფარგლები :)) :) ნინა, მადლობა <3 აუცილებლად ვიგერტრუდებ, მარტო როდრიგოობით არ შემოვიფარგლები :))
5. მე მომწონს ეს წერილები, კარგი ფეხბურთელივით რომ კენწლავ , თემოს თქმის არ იყოს :) თითო ისეთ ფრაზას რომ ჩაურტყამ ხოლმე, ზოგჯერ კი არა, სულაც ბერმუდის სამკუთხედია ცხოვრება :) პასუხებსაც ველოდები გერტრუდასას, როდრიგოს მიმართ, :)
მე მომწონს ეს წერილები, კარგი ფეხბურთელივით რომ კენწლავ , თემოს თქმის არ იყოს :) თითო ისეთ ფრაზას რომ ჩაურტყამ ხოლმე, ზოგჯერ კი არა, სულაც ბერმუდის სამკუთხედია ცხოვრება :) პასუხებსაც ველოდები გერტრუდასას, როდრიგოს მიმართ, :)
4. მარა ქეში გენდომება ბევრი, რომ დაისვენო მანდ :))) მარა ქეში გენდომება ბევრი, რომ დაისვენო მანდ :)))
3. იბიცასი რა გითხრა და ამბობენ, წყალტუბო მარაკეშს სჯობსო :)
"კურორტი " :(
იბიცასი რა გითხრა და ამბობენ, წყალტუბო მარაკეშს სჯობსო :)
"კურორტი " :(
2. ნიკ, ეს არის ციკლი ლექსებისა წერილებად. წერილები საკნიდან გერტრუდას პასუხები დავიწყე 22/05/2020 დავასრულე გუშინ 22/04/2021 3-3 წრე 12-12 წერილი ჯამში 72 აი, ბატონო სრულიანოტაცია, 3 დღეში ერთხელ დავდებ ახალს ))) ნიკ, ეს არის ციკლი ლექსებისა წერილებად. წერილები საკნიდან გერტრუდას პასუხები დავიწყე 22/05/2020 დავასრულე გუშინ 22/04/2021 3-3 წრე 12-12 წერილი ჯამში 72 აი, ბატონო სრულიანოტაცია, 3 დღეში ერთხელ დავდებ ახალს )))
1. ეს იყო მგონი, თუ მეშლება? ეს იყო მგონი, თუ მეშლება?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|