ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2021


წერილები საკნიდან-12

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
გწერ ბოლო წერილს, უჩვეულო არის ბინდ-ბუნდი,
გადავიკითხე ყველა წიგნი, ჟურნალ-გაზეთი,
რაც შემოგზავნე, თითქმის ყველა, მხოლოდ გასეტის
„მასების ამბოხს“ დავიტოვებ, ხოლო დანარჩენს,
სხვა პატიმრებსაც ვუწილადებ, მათაც საკანში
საქმე არა აქვთ, კითხვის გარდა, ან რა აკეთონ,
ღამეებს ვათევთ, როგორც უწინ, სოფ. აკეთში,
ვიცოდით ხოლმე თუ სიმინდის მოპარვა გვსურდა,
ცოტა გავცივდი, შემაწუხა ხველამ და სურდომ,
თვალწინ კადრებად დამილაგდა მთელი ბავშვობა,
შურდულით როგორ დაგვიფრთხია უფლის შაშვები,
წერილებს ფოსტას გამოვატან, აქ თავს ვანებებ,
წყალს წაუღია სიმინდების მწვანე ყანები,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
გწერ ბოლო წერილს, უჩვეულო არის ბინდ-ბუნდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები