ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
28 ივნისი, 2021


გერტრუდას პასუხები-8

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ჩალად არა ღირს ეს ქვეყანა, ბოლოს მომიღებს,
შესაბამისად, დახურული არის ჩალითვე,
მთელი ქვეყანა-უსათუოდ სადმე ჩაგითრევს,
ხოლო ჩათრევას, როგორც უთქვამთ, გიჯობს ჩაყოლა,
ანდა პირიქით, (მეც ხომ მერქვა შენი საცოლე)
ვფიქრობ, ყველაფრის გახსენება მიწევს თავიდან,
შენც, შუა წყალში გადამაგდე, კარგო, ნავიდან,
ახლა ჩვენს ყოფას დავარქმევდი უფრო მოლოდინს,
მახსოვს, გაგითქვი, სამი შვილი მსურდა გვყოლოდა,
მაგრამ სურვილი სამი შვილის სამი წელია,
სურვილად დარჩა, სხვა დროს ეს არ მომიწერია,
ვდარდობ, რომ განახავ, იმ წუთამდე, ცოცხლად რა მივა,
წყალს წაუღია უშენობის წელი სამივე,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო როდრიგო,
ჩალად არა ღირს ეს ქვეყანა, ბოლოს მომიღებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები