 | ავტორი: ურანი ჟანრი: პოეზია 6 ივლისი, 2021 |
კი არ მიყვარდა, მხოლოდ ბოქვენზე მოფერება მიწყვეტდა ხმის ტემბრს და ვნების მაჭარს დუღილისგან დუჟი სდიოდა. მერე ერთმანეთს ვუწმენდით ამ ქაფს... არ ეტეოდა ნიშნულები სკალაზე, მაშინ.
და გადიოდა წუთები, წლები... და დრო ყირაზე გადადიოდა...
მაჭარი იგი ღვინდებოდა თვალდახელ შუა, მაჭარი იგი აღარ ყრიდა პირიდან ქაფებს. ძაფებს ართავდა არიადნა, ახვევდა გორგალს და მე ვსტუმრობდი ლაბირინთებს, რესტორანს, კაფეს...
კვირა დღე იყო, ისვენებდა უფალი ჩემგან, ჩემს საშოში რომ ემბრიონად იქცა წერტილი. კვირა დღე იყო, დალაგება მოვიწადინე და შევუდექი ოთახის წმენდას. და ჩამოვრეცხე ამ წერტილის ლაქა კედლიდან, და ხორცი მისი ამოვალბე წითელ ღვინოში. თუმცა თვალებში ჩამისახლდა მისი აჩრდილი- წითელმა ტყვიამ დამიხვრიტა სკლერაც, ბადურაც...
ძმრად იქცა ღვინო.
ახლა კვირა დღე აღარ არის ჩემს კალენდარზე, ახლა ჩემს სახლში არ ჰკიდია სარკე აღარსად, ახლა? კითხვითი სიტყვის ბოლოსაც წერტილებს ვაჯენ ძახილის ნიშნებს ვართმევ ყავარჯნებს და ყველა ტიპის წინადადება თხრობითი ხდება.
არ არსებობენ კითხვითი სიტყვები: რატომ? რისთვის? სადამდე? მათ ც ნაწილაკი დავუმატე, მიმართებით ზმნიზედებად ვაქციე და მოემართებიან ისინი ჩემკენ და მეუბნებიან: იმიტომაც. რისთვისაც. სადამდეც.
თუ შენ ოდესმე ღვინის დაწურვა მოგინდება,- ძმარი დალიე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მოკლედ, ვტოვებ სათაურს იმავეს. მადლობა თქვენ. მოკლედ, ვტოვებ სათაურს იმავეს. მადლობა თქვენ.
13. ღვინის მორფოლოგია- ასე დავარქმევდი. საინტერესო ნაწერია. ღვინის მორფოლოგია- ასე დავარქმევდი. საინტერესო ნაწერია.
12. მე ვფიქრობ, სათაური სრულად პასუხობს ტექსტს. საინტერესო იქნება დარბაისელის აზრი. მე ვფიქრობ, სათაური სრულად პასუხობს ტექსტს. საინტერესო იქნება დარბაისელის აზრი.
11. გეთანხმებით, ქალბატონო მზიანე, მეც სათაურმა მიმიზიდა და სულ სხვა თემა დამხვდა გეთანხმებით, ქალბატონო მზიანე, მეც სათაურმა მიმიზიდა და სულ სხვა თემა დამხვდა
10. ზოგადად, ეს ლექსი უკეთეს სათაურს იმსახურებს,მაგრამ მე წასაკითხად სწორედ სათაურმა მიბიძგა.დამაინტრიგებელია,რეკლამასავით იყო პირადად ჩემთვის! ზოგადად, ეს ლექსი უკეთეს სათაურს იმსახურებს,მაგრამ მე წასაკითხად სწორედ სათაურმა მიბიძგა.დამაინტრიგებელია,რეკლამასავით იყო პირადად ჩემთვის!
9. სათაური ერთმნიშვნელოვნად არ ვარგა, ჩემი აზრით. ტექსტი მომეწონა ნაწილობრივ, მაგრამ შეფასება მაინც მაღალი დავტოვე.
სათაური ერთმნიშვნელოვნად არ ვარგა, ჩემი აზრით. ტექსტი მომეწონა ნაწილობრივ, მაგრამ შეფასება მაინც მაღალი დავტოვე.
8. ანუ სათაური აფუჭებს? ვერ გავიგე ლოგიკა ანუ სათაური აფუჭებს? ვერ გავიგე ლოგიკა
7. ეგეც შეიძლებოდა. ეგეც შეიძლებოდა.
6. სათაური სულ რომ არ ჰქონოდა?
სათაური სულ რომ არ ჰქონოდა?
5. „მორფოლოგია“ დავარქვი ჩემთვის. არის რაღაც, რაც დახვეწას ითხოვს.
„მორფოლოგია“ დავარქვი ჩემთვის. არის რაღაც, რაც დახვეწას ითხოვს.
4. მართლა შეცვალეთ სათაური. წარმატებები. მართლა შეცვალეთ სათაური. წარმატებები.
3. შესრულება მომეწონა, სათაური არა. შესრულება მომეწონა, სათაური არა.
1. რა კარგადაა გადმოცემული! რა კარგადაა გადმოცემული!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|