ნინო დარბაისელი
ლოცვა ფულისთვის (ეტიუდებიდან)
ქვას ფეხი წავკარ, გამოვდექ ბეცი და სიბნელეში ბევრჯერ დავეცი, ლუკმა დამჭირდა მოყვასისათვის, და არ მებადა ერთი ნამცეცი. მოვკითხო ვის - რა, შევჩივლო სად - ვის? შენ, თავო ჩემო, მთლად დაღუპულო, ძნელი ყოფილა ყოფნა უფულო, არ დავანახვე ცრემლი არავის, მაგრამ კი, მშურდა სავსე საფულე გარეწარის და მძარცველ-მპარავის. ხალხს სიღარიბის მოედო ქეცი. შველას ვინც ითხოვს, დაიცა ჯერო! ამ უფულობით ისე მტანჯე, რომ აღარც არა - ვის, აღარც არა- რის არ მაქვს იმედი, გამოვდექ მხეცი. ანგელოზიდან - მხეცად ვიქეცი!
სხვას - არას, ერთს გთხოვ მილიონჯერო, გინდა მიწოდე უწეს-უჯერო, უფალო, ბევრი ფული მომეცი, არამი იყოს, გინდაც ალალი, რომ დავიჯერო, სხვაც დავაჯერო, ბედნიერება - ფულში არ არის!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|