ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
24 ივლისი, 2021


წერილები საკნიდან-1 (წრე მეორე)

ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
მივიღე შენი პასუხები, ცალო, ერთგულო;
უწინ თუ წიგნებს ვკითხულობდი, ახლა წერილებს
უნდა დავუთმო მთელი ღამე, განა მერიმე
ან პასტერნაკი გაიქცევა სადმე, საკნიდან,
მათაც უთუოდ გადავფურცლავ, სხვას რას დაგპირდე?
აქ, სანიმუშო ყოფა-ქცევის გამო სასჯელის
შემსუბუქებას მიპირებენ, თუმცა მტანჯველი
დღეები მელის, რას მიქვია, ნეტავ მსუბუქი,
ზომაზე მეტად რომ ვუკმიო ვინმეს გუნდრუკი,
სიმძიმილს უფრო აითვისებს დღეთა სქოლიო,
კვლავ მომეძალა ჩამავალ მზის მელანქოლია,
როცა ჩადის და ალისფერი ხდება ტატნობი,
წყალს წაუღია სიმსუბუქის აუტანლობა,
ჩემო ძვირფასო, ერთადერთო, ჩემო გერტრუდა,
მივიღე შენი პასუხები, ცალო, ერთგულო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები