ჩემი ვეება მორალიდან ერთი მცნება ხარ და პოეზიას ვუანდერძე მე შენი სიტყვა, იმ შვიდეული საოცრების გამოვლენა ხარ, მიტევებისთვის ხატებთან რომ ტაძარში მითქვამს.
როგორ შეგკადრო...განდიდებით გითხრა სათქმელი?! როგორ შემოგწვდე ამ სიდაბლით? შორს ხარ მიწიდან, ისე იოლად გახდი ჩემი ფიქრის მმართველი, აფრენას ვლამობ გასავლელი ბეწვის ხიდიდან...
მოპარულ აწმყოს ჩემდა ჭირად ვმალავ ფიქრებში, არარაობით გადავივსე სული ამაოდ, ვეღარ გიწამე,ამერია ლოცვა მითებში და სულს კიარა, ხორცს მისტირის ჩემი “მამაო”
გადალოთებულ თვალებიდან ღამეც გამირბის, ზამთრის სიცივემ გამითეთრა თმებში ჭაღარა, სასოწარკვეთას უკვე გული აღარ განიცდის ანდა ოცნებაც ასე ნეტავ რაღამ დაღალა?
შენ ამ სამყაროს შემოქმედი,ჩემი ღმერთი ხარ და მიტევებას შენი შვილი,ისევ მოელის, მე მოგიხაზავ შთაგონებას ფურცლის გვერდიდან და აღსარებას ჩაგაბარებ ცოდვილ პოეტის!!!
გურო როყვა
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|