ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო როყვა
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2021


დავიახლოვე მოლბერტები

დავიახლოვე მოლბერტები მხატვრის ლოდინში
და დღეს უსახურ სილუეტებს გონება ხატავს,
ვნების მაგივრად ცრემლი მსტუმრობს წლების ბოგინში,
და სევდა ისევ შეექცევა გონების ნადავლს

ასე მეტია მომავალი ბეთანიების,
სული სიცოცხლეს უფერული ძაფებით ქარგავს,
მერე ძნელია უარყოფა მონანიების,
როცა სიცოცხლე აგონიით ყველაფერს კარგავს

ასე უბრალოდ მეფიქრება მერე ცხოვრება,
და ყველა ფიქრი მეტირება მომავლის გარდა,
მაიძულებენ გავიახლო ხორცის ცდუნება,
რაც წესით უნდა გამეფანტა აქამდე სადღაც!!!

დავიახლოვე მოლბერტები მხატვრის ლოდინში,
ცხრავე ვეცადე იმ ათიდან, კაცის კვლის  გარდა,
ვერ ავასრულე ყველა მცნება...ღმერთო...ბოდიში...
ეს ყველაფერი შენს დაგეგმილს ძალიან ჰგავდა!!!!

გურო როყვა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები