ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ს.შკადარევიჩი
ჟანრი: პოეზია
29 მაისი, 2022


* * *

სამშვიდობოზე გამოსულის
გასწვრივ
მებაღე
და
ფოთლის მჭრელი ქარის ფსტვენა
ქალთა ოთახში .
შენ კი ოთახში გზა მოჭრილი
კარი შეღებე
და ის
შეაღე
,
სრული
სიბერე  ....
ღამეს რომ ათევ !
წამებს შებერე.
ღამე შეაბი.
დაუყოვნებლივ წამს შეაქებ,
დაუყივნებლივ წამს შეუბერე,
ვითომ დროს ართმევ,
ვითომ დროს არ თმობ,
და საუკუნეს ვითომ შეხედე,
წამს,
საუკუნის იქით მომართავ,
და უკუმსვლელთა  წინ სვლების მერე,
უკუსვლა იყოს შენი ნებართვა,
და წინ სვლა ძნელი.
და წინ სვლა მართლა.
ჟღერს ფოთლის მჭრელი
ქარის ფსტვენა
ქალთა ოთახში,
რომ ფოთლის მჭრელი
ქარის ფსტვენა
ქალთა ოთახმა
სამშვიდობოზე გამოსული მებაღის გასწვრივ,
ადამიანი, ბრბოა, მოხატა.
ამდენი ადმიანის აზრით !
აირია რადგან ქარი
ქალთა ოთახს კარი აღებს,
იკეტება ღია კარი  ...
სევდა იწყობს ჭერზე ამ დღეს,
დარდი ისევ ჭერზე ქროლვით
დედამიწას ისე აღწერს,
ადამიანია ჭორით,
ზეცის იქით არვინ არ ზის,
ყვავის,მარტი ჩემი თოვლით,
ყვავს კი თავზე სწორი ხაზი
არ ჰგონია არასწორი.
კარის იქით არავინ წერს,
მომავალზე წერენ სწორედ,
კარების და იმის იქეთ,
დედამიწის ორჯერ ორი.
დედამიწა კი იმწიფებს.
დედამიწას კი  ვამძიმებ
შენნაირი მუქთაღორა,
ასე ვინც კი არწივს  იმედს,
დროს კი აცმევს უსახსრობას
ის ვინც არ გაამარტივებს,
ამ საციბთან,
ვინც კი არის თანასწორი,
ვინც არ აძლევს უვიცობას,
ვინც აცილებს,
ვინც ლოცულობს,
ის ვინც გაწყვეტინებს ლოცვას,
რომ წვიმს გარეთ და აპირებს
ძილის წინ რომ სულში ცოცავს,
ე იმგვარ ამ დანაპირებს,
რაც სსულდგმულობს
მძიმეს, ტირეს,
ნაიარევიან კოცნას,
და მარტივით ...
ვინც კი ამ წამს
მძიმედ ტირის
სიმარტივეს,
რომ ცა ცოცავს,
ვინც ქარს კივის,
და დუმს მოცარტს,
დროსაც, დროსაც, დროსაც, დროსაც.
მოჰყავს,
სწონის,
იზეპირებს,
მთვარე მგოსანს,
კივის აპრილს  ნანადირევ
სხივთა კოცნა.
მოჰყავს სწონის
ოცნებების ნიაღვარში
ცაზე ნაოცნებარ ტონით
ტივით, ქარში.
წვიმის ქვეშეთიდან,
ოხვრაში და ოხრობაში
ცაზე ნაოცნებარ ტონით,
მოკვდავს
ანგელოზი აზის,
კია გარეთ,
თეთრი თოვლი.
სინამდვილით ...
წამთა ქროლვით.
ისტორიით,
ისტორიის პაექრობით,
კია იმის იქით ზვავი,
ისეთი რომ გაერთობი .
როგორ არ სტვენს მთვარე ღამით.
როგორ ბღავის,
ის სატირა,
როფორ ყვირის
რომ აცოფებს
პოეტს შენი საუბარი და მანდილი
და ჩაძირვა.
და დღეს შენი თამადობით,
არ წერს როგორ კვდება ოცჯერ,
არ წერს როგორ კვდება, მკვდარი,
მტკვარი ჯებირს: გამოცოცხლდეს,
ეუბნება, წერს მხატვარი,
ომი, ქვიშა, ზეცა, ცოცხლებს
მკვდარებს, ნავი,
გარდაცვლილებს კი სამოთხე?
თეთრი?
შავი?
შენ კი, როგორც სუიციდის
გადამრჩენელს,
ფიქრს არ მოგცემ
დავაშავებ,
მსვლელობაში დამნაშავედ
სტრიქონებში ტალანტივით,
შემოგიშვებ, რომ წამომცდე.
და შენ თუნდაც წერტილ მძიმე
აზრებამდე გადაშალე,
ზღვავ! როგორმე არ გამოჩნდე.
უეცრად  რომ შენც  ლანდივით
სტრიქონიდან არ ჩამოგჭრან.
თითებს, ქარებს, 20, 20-ჯერ ,
ზღვავ როგორმე არ გამოჩნდე
შენსკენ ვიშვერ ქარებს დროსაც,
უეცრად რომ შენც ლანდივით
სტრიქონიდან არ ჩამოგჭრან.
ზღვავ როგორმე არ გამოჩნდე.
სამყაროს კი ამ ნაწამებ,
სულის პატარა სანიშნედ,
თუ რაიმე არ გამორჩა გააწამებ.
საზღვრებს ფრთებით გადაგიშლის
წარბწამწამთვალნოს რომ იძახის
ფერადდება, იღებება, სანაპირო.
ეს სატირა რომ გაგიშვებ
წასვლა.უნდა დააპირო.
ლექსი დაასათაურო,
გავაშავებ
მზეს სანიშნედ გავაშავებ,
ფერადდება სანაპირო.
სამშვიდობოს
გამოსული ღამე წერდა
დამნაშავედ.
სამშვიდობოზე გამოსულის გასწვრივ მებაღე და ფოთლის მჭრელი ქართა ლოცვა
ქალთა ოთახში.
შენ კი ოთახში კარის იქით შენს თავს შეხედე,
და შენც შეხვედი,
ისეთ ოთახში,
არ საუბრობენ სადაც კედლები,
და ყური უგდე ამ სამყაროს ისე ცოტა ხნით,
თითქოს დროსავით შენც განელდები,
და ბრბოს მოხატავ და დაბერდები.
რადგან ოთახი არ დაბერდება,
ადამიანში სახლსაც მონახავ,
ადამიანი აგეკედლება.
ბრბოში რომ ნახავ.
დროშუ რომ დროშა აგედევნება
და საქართველოს ვერსად მონახავ
ეს დედამიწა აგეფეთქდება,
და რადგან ასეთ ჯვარსცმას რომ ნახავ,
და როცა ღნერთი აგედევნება,
და ზეცა ერთ დიდ-მცირე ოთახად,
ფიქრი სისხლივით რომ ადედდება,
სიზმარს რომ ასხამ საუკუნეს,
ასაფეთქებლად,
და მზეს უერთებ გადამფრენელთ საუკუნეში
და სიგარეტსაც რომ უკიდებ დასაფერფლავად,
და ლექს ციტირებ, წაუკითხავად,
და გადამფრენთა თვითნებური შენი გაფრენა,
და გაფრენებიც რომ დაქრიან დაუგეგმავად,
დაგათენდება,
შენ, მზეს უერთებ გადამფრენელთ საუკუნეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები