ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ_ცისკაძე
ჟანრი: თარგმანი
29 იანვარი, 2023


John Keats - Sonnet To Mrs. Reynolds's Cat

ჯონ კიტსი - სონეტი ქალბატონ რეინოლდსის კატას

საუკეთესო წლები, ციცავ, შენ უკვე განვლე!
რამდენი თაგვი და ვირთაგვა დაღუპე ჩაგვრით,
ან ვინ ჩამოთვლის სანოვაგეს მალულად წაგვრილს,
წყნარად კრუტუნებ, მინაბულან თვალები მწვანე.

ხავერდის ყური დაცქვიტე და მოდუნდი თანგვით,
ჩემს გასაკაწრად არ იხმარო ჭანგები მავნე,
ამოიკნავლე საწყალობლად, სიმართლე მამცნე -
რამდენი მოსპე თევზი, ვირთხა, წიწილა, თაგვი.

შეწყვიტე ლოკვა ნატიფ მაჯის და თავის ქინდვრა,
თუმც გაგიქუცა ჟამთასრბოლამ სახეზე ბიღი
და კუდის წვერი, ხოლო სუნთქვას დაეტყო ქშინვა

და ფარეშებმაც არაერთხელ დაგბეგვეს მჯიღით,
შემორჩენია შენს ფაფუკ ბეწვს იმ დროის ბზინვა, 
როცა შუქს გფენდა გალავანზე მთოვარე მიღლილს. 

29 ინვარი, 2023 წ.


John Keats - Sonnet To Mrs. Reynolds's Cat

Cat! who hast past thy grand climacteric,
  How many mice and rats hast in thy days
  Destroy’d? – how many tit bits stolen? Gaze
With those bright languid segments green and prick

Those velvet ears – but prythee do not stick
  Thy latent talons in me – and upraise
  Thy gentle mew – and tell me all thy frays
Of fish and mice and rats and tender chick.

Nay, look not down, nor lick thy dainty wrists –
  For all the wheezy asthma – and for all
Thy tail’s tip is nicked off – and though the fists

  Of many a maid have given thee many a maul,
Still is that fur as soft as when the lists
  In youth thou enter’dst on glass bottled wall.

1818



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები